“მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ” – პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე

2021 წელს კაცობრიობამ შესაძლოა, კორონავირუსი დაამარცხოს და ამის თქმის საფუძველს უკანასკნელ დღეებში ვაქცინის შექმნასთან მიმართებით გავრცელებული ინფორმაცია იძლევა. ამ ყოველივეს საქართველოს ერთ–ერთი მთავარი ინფექციონისტი, პაატა იმნაძე ეხმაურება:

“ერთწლიანი კორონაისტორიის განმავლობაში ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია, ეს არის გარღვევა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელი დედამიწაზე აღმოჩენილი კორონავირუსით გამოწვეული ყველა შეზღუდვის ბოლო წელი იქნება.

გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა 60% ფარგლებშია, ხოლო ამ ვაქცინამ, რომელსაც 50%-იანი ეფექტიანობის ფარგლებში ელოდნენ, კვლევის მესამე ფაზაში გასაოცარი ეფექტი გამოავლინა. კიდევ რამდენიმე ვაქცინა გადის მესამე ფაზას და ბოლოსკენ მიდის, ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელს კორონას საწინააღმდეგოდ დედამიწას, ადამიანებს გაუჩნდებათ ეფექტიანი საშუალება. ამ ვაქცინამ ადამიანების დიდ ჯგუფზე გაიარა გამოცდა, ამიტომ, მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები