მიმართა თუ არა ლესბოსელმა წყვილმა იუსტიციის სახლს დაქორწინების თხოვნით – იუსტიციის სახლის წარმომადგენლის კომენტარი

მმართველი გუნდის მხრიდან ოჯახის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერის გაკეთების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, ერთსქესიანი ადამიანების ქორწინების თემა ისევ აქტუალური გახდა.
სოციალური ქსელის ჯგუფებში განიხილება ისტორია, რომლის თანახმადაც იუსტიციის სახლს დაქორწინების თხოვნით ლესბოსელმა წყვილმა მიმართა.
„კვირა+“-მა ინფორმაცია იუსტიციის სახლში გადაამოწმა. როგორც იუსტიციის სახლის მარკეტინგული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ ჭორია.
„ასეთი შემთხვევა იუსტიციის სახლში არ დაფიქსირებულა. არცერთ ჩვენს ოპერატორს ასეთი ტიპის წყვილი არ მიუღია, მათთვის მსგავსი თხოვნით არავის მიუმართავს“,- განაცხადა იუსტიციის სახლის მარკეტინგული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ანი გიგინეიშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები