მითი თუ რეალობა – ვინ არის ”კიევის მოჩვენება”

ყვე­ლა ომს თა­ვი­სი გმი­რე­ბი ჰყავს. რუ­სე­თ-უკ­რა­ი­ნის კონფლიქტიდან ყო­ველ დღე ვი­გებთ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გმი­რუ­ლი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ. ვინ არის სინამდვილეში ”კიევის მოჩვენება ” და რამდენად რეალურია მასზე გავრცელებული ცნობები ?! ”კვირა ” დაინტერესდა უკრაინელი პილოტის შესახებ.

“კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა” ლე­გენ­დად იქცა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას მი­ლი­ო­ნო­ბით გულშემატკივარი ჰყავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ “კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბის” შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირველად გა­მო­აქ­ვეყ­ნა უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ.

პო­რო­შენ­კომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, სა­დაც MiG-29-ის კა­ბი­ნა­ში ჩა­ფხუ­ტი­ა­ნი პი­ლო­ტი ჩანს. ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მფრი­ნავს “კი­ე­ვის მოჩ­ვე­ნე­ბას­თან“ აი­გი­ვებს. “ასე­თი ძლი­ე­რი მცვე­ლე­ბით უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს“, – აღ­ნიშ­ნავს პეტ­რო პო­რო­შენ­კო.

სწო­რედ მას მი­ა­წე­რენ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის შეჭ­რის პირ­ველ დღეს 6 რუ­სუ­ლი მო­ი­ე­რი­შეს ჩა­მოგ­დე­ბას.

თე­მას უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“ათო­ბით გა­მოც­დი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი, კა­პიტ­ნი­დან გე­ნერ­ლამ­დე, რომ­ლე­ბიც ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ, სა­ჰა­ე­რო ძა­ლებს და­უბ­რუნ­დნენ. ვინ იცის, იქ­ნებ, ერთ-ერთი მათ­გა­ნი იმ MiG-29-ის პი­ლო­ტია, რო­მელ­საც კი­ე­ვე­ლე­ბი ასე ხში­რად ხე­და­ვენ”, – წერია უწყების განცხადებაში.

ამ დრო­ის­თვის, უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ი­ე­რი­შე თვითმფრი­ნა­ვის მფრი­ნა­ვის არ­სე­ბო­ბაზე, რო­მე­ლიც მარ­ტო აგ­დებს რუ­სულ მო­ი­ე­რი­შე­ებს, ორი ვერსია არსებობს. “დო­ი­ჩე ველე” წერს, რომ ინ­ფორ­მა­ცია იდუ­მალ პი­ლოტ­ზე ყალ­ბია. თუმცა, დღეს,11 მარტს ცნობილი უკრაინელი მფრინავის ფოტო და მიმართვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.

”რუსო არაადამიანებო, თქვენი სულებისთვის მოვფრინავ! ”, – ამბობს ”კიევის მოჩვენება”

ფაქ­ტი ერ­თია – უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თავ­გან­წირ­ვით და გმი­რუ­ლად ებ­რძვი­ან რუ­სულ ძა­ლებს და უკვე მათი არა­ერ­თი ტან­კი თუ მო­ი­ე­რი­შე თვითმფირ­ნა­ვი გა­ა­ნად­გუ­რეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები