მე-20 საუკუნის უდიდესი გამომგონებელი სტივ ჯობსი იუბილარია – Apple-ის დამფუძნებელი დღეს 61 წლის გახდებოდა

1955 წლის 24 თებერვალს, სან-ფრანცისკოში კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა, გამომგონებელი და კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელი სტივენ პოლ ჯობსი დაიბადა. ორეგონ რიდის კ12498411_1138399642871545_1550707187_nოლეჯში გატარებული ერთი სემესტრის შემდეგ მან სწავლა მიატოვა და კალიფორნიას დაუბრუნდა. სწორედ აქ, ავტოფარეხში, კოლეჯიდან გარიცხულ მეგობართან – სტივენ ვოზნიაკთან – ერთად Apple -ის პირველი კომპიუტერი შექმნა. წყვილის შემდეგი კომპიუტერი კომპანიის პირველ ჰიტად იქცა, რომელსაც სულ მალე „მაკინტოშიც” მოჰყვა. მას შემდეგ სტივ ჯობსს საზოგადოებისთვის რევოლუციური შეთავაზებები არ მოუკლია: ჯერ iPod, შემდეგ – iPhone, ცოტა მოგვიანებით კი – iPad.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტივ ჯობსი მსოფლიოში ყველაზე ელეგანტური და ინოვაციური 12769627_1138399626204880_945105251_nტექნოლოგიების შემქმნელია. ამ წარმატებამდე იყო მისი სამსახურიდან გაშვების საკმაოდ უცნაური ამბავი და Apple -ისთვის დაკარგული 11 წელი. ის სამსახურიდან გაათავისუფლა ადამიანმა, რომელიც თავად დაიქირავა.
,,მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Apple-დან გაშვება ყველაზე კარგი რამ იყო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. წარმატებული ადამიანის სიმძიმე დამწყები ადამიანის სიმსუბუქემ შეცვალა. ამ ფაქტით დაიწყო ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ ხუთ წელიწადში შევქმენი კომპანია Next-ი, მერე – კომპანია Pixar-ი და შემიყვარდა საოცარი ქალი, რომელიც შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა”, – ეს სიტყვები სტივ ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიალზე წარმოთქვა.
1997 წელს სტივი Apple -ში აღმასრულებელ დირექტორად დაბრუნდა და თითქმის გაკოტრებული კომპანიის ბაზარზე დაბრუნებას გაათმაგებული ენერგიით შეუდგა. ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა. ჯობსი აღნიშნავდა, რომ Apple -ის და სხვა კომპიუტერებს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ Apple-ში ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთთან შერწყმულია. გადადგომიდან რამდენიმე თვეში, 2011 წლის 5 ოქტომბერს, სტივ ჯობსი პანკრეატული სიმსივნისგან 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები