მე რაც გავაკეთე საზღვარგარეთ, მშობლიური ენით გავაკეთე – დათო ხუჯაძე

მომღერალი დათო ხუჯაძე სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.
“მოგესალმებით. მინდა ვთქვა ჩემი ბოლო ინტერვიუს თაობაზე.
მე რაც ვთქვი, გავიმეორებ მეორეჯერ! იგივეს! ის ნაძირლობა, რაც მოხდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ და ამაში ჩვენი მეზობელი ქვეყნის თითოეულ პრეზიდენტს თავისი წვილი აქვს შეტანილი.
და ამ ახალი მოვლენების ფონზე, აჯობებს პრაგმატულები ვიყოთ, რომ ბოლო მოეგოს ამ უსამართლობას, რაც ადრე თუ გვიან მოხდება! რაშიც ეჭვი არ მეპარება!
რაც შეეხება იმას, თუ მე ვინ ვარ! პატრიოტობაში და სამშობლოს მიმართ სიყვარულში ნურავინ შემეჯიბრება. მე რაც გავაკეთე საზღვარგარეთ, მშობლიური ქართული ენით გავაკეთე და კიდე მეტს გავაკეთებდი, რაღაც-რაღაცეები რომ მეკადრა”. – წერს მომღერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები