“მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი უარს” – მეუფე ნიკოლოზი ახალი მანქანის ჩუქებაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამჯერად მანქანის საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, მისი ავტომობილი უკვე ძალიან გაცვეთილია, რადგან ცუდ გზებზე უწევს სიარული.

“რა არის, იცით? მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და არ ვიტყვი უარს ამაზე [მანქანაზე]. კი არ ვარ მაინცდამაინც თავმდაბალი, მაგრამ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაა, 2006 წლისაა ჩემი მანქანა და ისეთი გაცვეთილია, იმიტომ, რომ ისეთ ადგილებში ვცვეთ ამ მანქანას, ისეთი დატვირთვაა… ნუ, უბრალოდ, თუ გაინტერესებთ მაინცდამაინც, გეტყვით, ყოველ შაბათ-კვირას ჩამოვიდივარ ახალქალაქიდან თბილისში იმ დანგრეულ გზებზე, უკვე რამდენიმე წელია, რათა პატრიარქთან ერთად ვიყო წირვაზე”, — განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები