ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის ერთი წლის ვაჟი, რომელიც 5 თვის განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
მისთვის Facebook–ზე შექმნილ საქველმოქმედო გვერდზე ალექსის დედა, ნატალი გვედაშვილი–კორნევა შვილს იხსენებს და პოსტს აქვეყნებს:
“დღეს ალექსი 1,5 წლის გახდა…. მიყვარხარ, ბასუნაა. შენი კანი მენატრება, შენი თმა და სუნი მენატრება, თითები..(მაგრამ შენს ტანსაცმელს ვეფერები). რაც რეანიმაციაში იწექი ეს 1 კვირა, ყოველ დღეს მოვდიოდი და გეფერებოდი, ყურში გელაპარაკებოდი ათას სამოტივაციო და თბილ სიტყვას, შენს ნატანჯ სხეულის ყველა უჯრედს ვეფერებოდი, ჩემთვის რეანიმაციაში ყოველი ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა, მართლა ჯოჯოხეთია ბავშვთა რეანიმაცია. იქ ბავშვები კი არა, თითქოს, უცხოპლანეტელები წვანანო, უფორმო ავადმყოფობისგან დამახინჯებული ბავშვები((((((((((((((((((((((((((((( ალექსიც შეცვლილი იწვა, ვერ ვცნობდი მის შეშუპებულ სახესა და სხეულს, მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა, სუნთქვა უჭირდა და ზოგჯერ გმინავდა. ეს სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ-ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს, ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან. ამ სიმსივნეს ვემუქრებოდი, გაანებე თავი-თქო ალექსის, ნუ იზრდები, ფილტვებს ნუ უკეტავ, მის გულს არ შეეხოთქო, არ გაბედოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!! მაგრამ მაინც არ შეაჩერა ზრდა და საათობრივად მრავლდებოდა. ბევრი ვიბრძოლეთ. მეც ალექსისთან ერთად ვმკურნალობდი, მეც ვიკეთებდი ქიმიებს, ერთად გვტკიოდა, მეც მოვკვდი მასთან ერთად… ალექს, გვაპატიე, მაპატიე, რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი, როგორც გპირდებოდი.. მაპატიე, რომ გატკინეს და ვერ დაგიცავი. თითქოს, მაყურებინეს ბავშვზე ძალადობას, თითქოს, წამებისთვის გავაჩინე, არადა, შენი ერთი ცრემლის დანახვაც არ შემეძლო… შენი ტირილი ახლაც ჩამესმის და უკიდეგანოდ მტკივაა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! როგორი შემართებით ვიყავით, როგორ გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. ჩემო სიყვარულიკა ბაა, სიხარული ბაა, სიცოცხლე ბააა, ისევ ესე როგორ მოგეფერო?! როგორ?!!!!!!!! ამდენი ხალხი შენს დაბადების დღეზე უნდა მოსულიყო ახლა, ან რომ დაიბადე საერთოდაც მაშინ და არა – ახლა და არა – ასე, არაააააა!!!!!! ოღონდ ასე არაააააააა!!!!!!!!!!! არ მჯერა და ვერც დავიჯერებ ამ კატასტროფა სცენარს, ასე მგონია, დადგმაა რაღაც ან დამცინიან ან სიზმარში ვარ და ვერაფრით ვეღარ გავიღვიძე ამ კოშმარიდან”, – წერს ალექსის დედა.