იაპონელმა მეცნიერებმა საღეჭი რეზინი გამოიგონეს, რომლის გემოს შეცვლაც შეიძლება. მეცნიერთა ინფორმაციით, ეს პიეზოეფექტის მეშვეობითაა შესაძლებელი.
უცნაური საღეჭი რეზინი იაპონიის “მეიდზის” უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ არის შექმნილი და გერმანიაში სიმპოზიუმზე გამოცდილი. პროდუქტი წელვადი მასალისგან არის დამზადებული, რომელიც კონსისტენციით ჩვეულებრივ საღეჭ რეზინს ჰგავს. გამოყენების წინ სპეციალისტები მის გემოს სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით არეგულირებენ. შემდეგ კი კბილების ზემოქმედების შედეგად, რეზინი იღებს ვაშლის, ანანასის, ხორცის, შოკოლადის ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის გემოს.
როგორც ირკვევა, პიეზოელექტრული ეფექტის წყალობით, ელექტროიდები ენის იმ სხვადასხვა ნაწილზე ზემოქმედებენ, რომლებიც გემოვნების რეცეპტორების მუშაობაზე აგებენ პასუხს. სინამდვილეში ამ საღეჭ რეზინს არანაირი გემო არა აქვს, მაგრამ ტვინს ეჩვენება, რომ მას საზამთროს ან ვაშლის გემო აქვს.
ეს საღეჭი რეზინი აბსოლუტურად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის, მისი მოხმარება წლობით შეიძლება. მომავალში მეიდზის უნივერსიტეტი ამ გამოგონების გასაყიდად ბაზარზე გატანას გეგმავს.
სხვა სიახლეები