მერილინ მენსონმა ის ბასისტი გააგდო, რომელიც ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა

მუსიკოსმა მერილინ მენსონმა განცხადება გააკეთა ბას-გიტარისტ ჯორდი უაითთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ. ეს მას მერე მოხდა, რაც ერთ-ერთი ამერიკული პანკ ჯგუფის სოლისტმა ჯესიკა ადამსმა ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ადამსის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში ის უაითს ხვდებოდა. თითქოსდა მაშინ, როდესაც წყვილს ღალატში ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი მოუვიდა, მუსიკოსმა მასთან ძალის გამოყენებით დაამყარა სექსუალური კავშირი. ადამსი აცხადებს, რომ უაითს ძალადობა იმ ბინის მეპატრონემ შეაწყვეტინა, რომელსაც ქალი იმ დროისთვის ქირაობდა.
შეგახსენებთ, ამერიკელ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, მთელ მსოფლიოში გააქტიურდა კამპანია სახელწოდებით „მეც“. აღნიშნული ჰეშთეგის ქვეშ, ქალები მათ მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობასთან დაკავშირებულ საკუთარ გამოცდილებას ასაჯაროებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები