ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ სერიალში Homeland-ში (სამშობლო) თამაშობს.
მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს შეასრულებს.
ნინიძის პერსონაჟი მიმდინარე – მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე ეპიზოდში გამოჩნდება.
არსებული ინფორმაციით, „სამშობლოს“ პროდიუსერებმა მერაბ ნინიძე ბრიტანულ სატელევიზიო ფილმში “მაკმაფია” ნახეს, რის შემდგაც მსახიობს როლი შესთავაზეს.