მედიტაციის საფუძვლები დამწყებთათვის

თუ თქვენ გადაწყვიტეთ სერიოზულად დაკავდეთ თქვენი ენერგეტიკით, მაშინ საჭიროა გახსოვდეთ, რომ:
– პრაქტიკის დროს შესაძლბელია ენერგიების სპონტანური გამონთავისუფლება მოხდეს ( კუნდალინის ნაწილობრივი აწევა). რამაც შეიძლება გამოიწვიოს უცნაური ქცევა, ხასიათის ცვალებადობა, დეზორიენტაცია გარესამყაროში, სიცხეც კი. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და არ ღირს ამასთან დაკავშირებით ნერვიულობა.
– აუცილებელია პარალელურად აკეთოთ ელემენტარული ფიზიკური ვარჯიშებიც, რადგან ისინი გეხმარებიან ენერგიის ცირკულაციაში და ენერგეტიკული ბლოკების მოხსნაში. ყველაზე ელემენტარული ვარჯიშებიც კი.

სუნთქვითი ვარჯიშები – მნიშნელოვანი ეტაპი
(ერთგვარი ენერგეტიკული გაწმენდა და დამუხტვაა ერთდროულად)

1. დადექით. ხელები ჩამოუშვით. ფეხები მხრების სიგანეზე. აკეთებთ ჩასინთქვა-ამოსუნთქვას 2-ჯერ ცხვრიდან, შემდეგ ღრმა ჩასუნთქვა და 3 სწრაფი ამოსუნთქვა პირიდან.
(გაიმეორეთ ეს ყველაფერი 3-ჯერ)

2. წარმოიდგინე შენს გულში როგორ ერთდება 2 მილი (1 სმ დიამტრით). ერთი მათგანი მოდის ზემოდან, კოსმოსიდან შენი თავის გავლით, ხოლო მეორე მიწიდან ტერფების გავლით.
ჩასუნთქვა – წარმოიდგინე რომ ენერგია შემოედინება შენს გულში ამ მილებიდან.
ამოსუნთქვა – წარმოიდგინე, რომ ყველა ნეგატივი მიედინება მილების საშუალებით შენი სხეულიდან.
ჩასუნთვა-ამოსუნთქვა უნდა იყოს ჩქარი. ტერფებით ძლიერად დააწექით მიწას (იატაკს).
(გაიმეორეთ 3-ჯერ. შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში).
ასტრალური სხეულის „ამუშავება“
(ეს ვარჯიში კარგად ასუფთავებს ენერგოსტრუქტურებს)
შემდეგ დადექით, ხელები გაწიეთ პირდაპირ, დიდი თითით მიმათული ზემოთ. საათის ისრის მიმართულებით აკეთებთ 33 ბრუნს, ისე რომ თვალს არ აშორებთ თვენს დიდ თითს.
აჩერების შემდეგ ხელებს აერთებთ გულის ჩაკრის სიმაღლეზე, მანამ სანამ არ დაუბრუნდებით საწყის მდგომარეობას. შეისაძლებელია დახუჭული თვალებითაც. ამ დროს წარმოიდგინეთ როგორ გადის თვენი ხერხემლის გასწვრივ მილი, კეფიდან ტერფების მიმართულებით. ამ მილში გადის ნებისმიერი ფერის ენერგია. იდექით და გაატარეთ ეს ენერგია თქვენში, სანამ არ დაუბრუნდებით წონასწორიბის მდგომარეობას.

მედიტაციისთვის მომზადება:
1) სურვილი
2) კარგი დამიწება : ეს კეთდება ისევ მილის საშუალებით. წარმოიდგენ, პირველი ჩაკრა როგორ უერთდება დედამიწის ცენტრს. შემდეგ ამ მილით როგორ მოგეწოდება ნებისმიერი ფერის ენერგია პირველ ჩაკრაში. საკმარისია ერთი ბრძანება(ვიზუალიზაცია), პროცესი შემდეგ ავტომატურად მიდის.
3) როგორ დაჯდები არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთვარია ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. თუ თავიდან გიჭირთ ხერხემლის გასწორება, მიეყრდენით რამეს ან დადექით ფეხზე.
4) მედიტაციის ხანგრძლივობასაც არააქვს მნიშვნელობა.ეს ინდივიდუალურია.

თავიდან საჭიროა ნელი ტემპი და მიჩვევა, შემდეგ ყველაფერი თავისთავად დალაგდება.

წმენდითი მედიტაციები

გაწმენდა 1 – დაწექი ზურგზე და გარკევული პერიოდი მშვიდად ისუნთქე. წარმოიდგინე, რომ წევხარ ეკრანზე ან გამჭირვალე მასაზე. ნელ-ნელა ეს ეკრანი იწევა ზემოთ, შენი სხეული გავლით და თან მიაქვს ყველა ნეგატიური პროგრამა. როცა ეკრანი გაგცლება და შენს ზემოთ იქნება, წარმოდგინე, რომ ის მთელი ამ ნეგატივით იწვება ცეცხლში. ამ დრო კარგი იქნება თუ წარმოიდგენთ, როგორ თხოვთ სამყაროს, რომ თვენი ნეგატიური პროგრამება ისე დაიწვას, რომ ზიანი არ მიაყენოს არაფერს და არავის.

გაწმენდა 2 – დამჯდარმა წარმოიდგინე საკუთარი ბიოველი სხეულის გარშემო. როგორი იყო თავიდან? აზრობრივად გაასწორე და სიმატრიული გახადე. გაამყარე საზღვარი. წარმოიდგინე, როგორ მოდის ზემოდან ღია იასამნისფერი წვიმა და გაცლის ყველა ნეგატიურ და სხვისგან აკრულ ენერგიას.
ამის შემდეგ, ზედა ჩაკრიდან დაწყებული საბაზისო ჩაკრამდე აკეთებ შმდეგს:
თავიდან , ჩაკრას წარმოსახვით ატრიალებ საათის ისრის მიმართულების საწიინაღდეგოდ (ისე თითოს გარედან უყურებ შენს თავს), მერე წარმოიდგინე რომ ჩაკრას კვეთავ შუაზე და ხედავ მისგან როგორ გადმოდის მთელი სიბინძურე. ამის შემდეგ წარმოიდგინე რომ ეს ჩაკრა ისევ შეიკრა და დაიწყო მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით და ნელ-ნელა მიიღი მისთვის ბუნებრივი ფერი
(პირველი – წითელი;
მეორე- ნარინჯისფერი;
მესამე- ლიმნისფერი;
მეოთხე- მწვანე;
მეხუთე- ცისფერი;
მეექვსე- ლურჯი;
მეშვიდე- იისფერი.)

გაწმენდა 3 – დაჯექი. მუშაობას იწყებ ზედა ჩაკრიდან და მოყვები პირველ ჩაკრამდე. წარმოიდგინე ჩაკრა როგორც წრე, ან ძაბრი. ჩაკრა შენზე დიდია – როგორც გამოქვაბული. შენ დგეხარ შესასვლელთან. აკვირდები რა ფერისაა ეს გამოქვაბული და სად არის სიბინძურე. შედიხარ გამოქვაბულში (სასურველია მშვიდად და გაღიმებულად) და იწყევ გამოქვაბულის კედლებზე ყვავილების ხატვას. მაგალითად მეორე ჩაკრის შემთხვევაში ნარინჯისფერი ლილიები , პირველი ჩაკრა წითელი ვარდი და ა.შ. მერე ჩაკრა იწყებს ტრიალს საათის ისრის მიმართულებით და შენ გამოდიხარ გარეთ. ეს მეთოდი იმით არის კარგი, რომ წმენდა მიდის ჩაკრის შიგნით, ძალდატანების გარეშე.

გაწმენდა სანთლით – დაჯექი. წარმოიდგინე რომ სანთლის ფიტილი ხარ. ვიღაც ანთებს სანთელს. შენ მთლიანად ალში ხარ, რომელიც წვავს მთელს ნეგატივს. შეიგრძენი ცეცხლის ვიბრაციები. მაქსისმუმ 5 წუთი იჯექი ასე.

გაწმენის ექსპრეს მეთოდი – ეს იმ შემთხევავაში, როცა უნდა იმედიტირო და გაწმენდისთვის დრო არ გრჩება. ძირითად მედიტაციამდე 5 წუთი წარმოსახვით ჩაკრები დაატრიალე საათი ისრის საწინააღდეგოდ, ხოლო შემდეგ საათის ისრის მიმართულებით.

მედიტაციის დროს მუშაობის პრინციპები:

1) ვიზუალიზაცია
2) გაწმენდა იწყება ზევიდან და მოდის ქვემოთ
3) ნეგატივი, რომლისგანაც იწმინდები აუცილებელია გაქრეს, დაიწვას, გარდაქიმნას, რადგან არ დაბრუნდეს შენს ბიოველში. აუცილებელია ეს ნეგატივი გარდაქმნათ პოზიტივად, რადგან სამყაროს არ მიადგეს ზიანი.
4) ისწავლე შეიგრძნო ჩაკრები, ენდე საკუთარ შეგრძნებებს, თუ ფიქრობ, რომ ჩაკრა სუფთაა, ნუღარ გაწმინდავ მას. შეეცადე დაინახო რა ფერი აქვს ჩაკრას, რადგან დაბინძურების ან ზემოქმედების დროს ხშირად იცვლის ფერს.

წყარო: http://geoastro.ge/bioenergy/331–.html

კომენტარები

სხვა სიახლეები