მეგან მარკლიმ სამეფო პროტოკოლი კვლავ დაარღვია

მეგან მარკლი ორშაბათს ლონდონში “Fashion awars 2018”-ზე საუკეთესო დიზაინერის ნომინაციის წარსადგენად მიიწვიეს, სადაც ჰერცოგინიამ ბრიტანული სამეფო ოჯახის პროტოკოლი დაარღვია.
არა, მას არ დაუხურავს მანქანის კარები თავისით, არც საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებზე უსაუბრია, მას ხელზე, უბრალოდ, შავი ფერის ლაქი ესვა. რა თქმა უნდა, სკოტლანდ იარდის გამოძახება საჭირო არ არის, თუმცა გამოცემა “Hello Giggles” თუ დავუჯერებთ, ფერადი მანიკიური სამეფო ოჯახის არაოფიციალური პროტოკოლის მკაცრი დარღვევაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები