მგელი მას ჯერ გააუპატიურებს, შემდეგ კი შეჭამს – რეალური ისტორია “წითელქუდას” შესახებ

“წითელქუდას” ზღაპარი 1697 წელს ჩარლზ პერალტიმ შეადგინა. ვიდრე ზღაპარს ძმები გრიმები გადააკეთებდნენ და საბავშვოს გახდიდნენ, უფრო სასტიკი და ძალადობრივი იყო.
ორიგინალ ვერსიაში ისტორია ასე ვითარდებოდა: წითელქუდა ახალგაზრდა გოგონაა, ის სრულწლოვანების ასაკს უახლოვდება და გადაწყვეტს ბებიის მონახულებას. წყაროების თანახმად, წითელი ქუდი მიგვანიშნებს გოგონას მენსტრუაციის პერიოდს. სახლიდან ბებიის მოსანახულებლად გასულ გოგონას გზად უღრანი ტყე შემოხვდება, სადაც ახალგაზრდებისთვის სიარული აკრძალულია, რადგან ტყეში უამრავი ურჩხული და საშინელი მგელი სახლობს. ზღაპრის პირვანდელი ვერსიის თანახმად, გოგონა არ შეშინდება და გზას განაგრძობს, საბედნიეროდ, მას არც ურჩხული და არც მგელი შეხვდება. ბოლოს, შებინდებისას გოგონა ტყიდან გამოსვლას და ბებიის სახლის პოვნას მოახერხებს…
სახლში შესვლისას გოგონა შენიშნავს ბებიის ავადმყოფობას. მოკითხვის შემდეგ, ბებია გოგონას ტანსაცმლის გახდას და შემდეგ, ხორცის ჭამას სთხოვს, რომელიც სამზარეულოში ჰქონდა გადანახული. გოგონა ბებიის მითითებებს ზუსტად ასრულებს დასაძინებელს უბრუნდება ….
“ბებიას” კიდევ ერთი თხოვნა ჰქონდა დარჩენილი: “ახლა გაიხადე და დაწექი ჩემს გვერდით”. არც ამ საქციელზე დაეჭვებულა ჩვენი “წითელქუდა”….
…როდესაც წითელქუდა დაწვება ბებიის გვერდით, მხოლოდ მაშინ შენიშნავს, რომ ის მგელია. ბოროტ პერსონაჟს “ხარხარი” აუტყდება და გოგონას ეტყვის:
“ის ხორცი, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე მიირთვი, ბებიაშენის იყო, მე უფრო ახალგაზრდა მჭირდებოდა, ამიტომ სავახშმოდ შენ გელოდებოდი.”
გოგონა ატირდება, თუმცა მისი ცრემლები ამაოა, სხვადასხვა წყაროების თანახმად, მგელი მას ჯერ გააუპატიურებს, შემდეგ კი შეჭამს.

კომენტარები

სხვა სიახლეები