“მახსოვს, ხელი რომ მოვაწერეთ, ბედნიერი სახით “ყველას მოვუჯოკრე-ს” როგორ ამბობდი!” – ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის ქორწინებიდან ერთი წელი გავიდა. წყვილმა იუბილე რომანტიკულ გარემოში აღნიშნა.

სულაბერიძემ აღნიშნულზე სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა:

“მახსოვს, შარშან ამ დროს, ზუსტად ერთი წლის წინ ტაძარში როგორ გეჩქარებოდა, შენი ცხოვრების მთავარი საჩუქარი რომ მიგეღო!

ისიც მახსოვს, ხელი რომ მოვაწერეთ ბედნიერი სახით “ყველას მოვუჯოკრე-ს” როგორ ამბობდი! მეც, რა თქმა უნდა, როგორც შენი ცხოვრების საჩუქარი, ძალიან ბედნიერი ვარ ამ უკვე ერთი წლით შენთან ერთად”

პოსტს ქერდიყოშვილი შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა: “იმდენი შენ რა გითხარი, ჩემო საჩუქარო”.

კომენტარები

სხვა სიახლეები