„აფხაზეთის ხმამ“ მსმენელების მოთხოვნით, მერსი სულხანიშვილი “ნიკორაში” მომხდარი ინცინდეტის შემდეგ სამსახურიდან გაანთავისუფლა. განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც „აფხაზეთის ხმა” საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს. “ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით თქვენი ანუ ჩვენი მსმენელების ერთგულნი. ძალზედ ბევრი შეტყობინება მივიღეთ თქვენგან, ყველაზე შესაბამისად სათითაოდ პასუხს ვერ გაგცემდით, ამიტომაც ამ პოსტით გვინდა გაცნობოთ რომ თქვენივე კატეგორიული მოთხოვნის შესაბამისად ვითარების გარკვევამდე (მერსი სულხანიშვილი) რადიო ეთერიდან მოხსნილია !!! ” – ნათქვამია განცხადებაში. ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, რომელშიც მერსი სულხანიშვილი სუპერმარკეტ „ნიკორას“ კონსულტანტს ეკამათება.