მან მხოლოდ 3 წელი გაატარა დედამიწაზე. მუსად იბრაჰიმი 15 მარტს ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლია.
მეჩეთში, სადაც ტერორისტები შეიჭრნენ, ის ძმასთან და მამასთან ერთად იმყოფებოდა. როდესაც სროლა ატყდა, ქაოსში მუსადი ოჯახის წევრებს გამოეყო და დაიკარგა. მოგვიანებით, პოლიციამ მუსადის ძმას ცუდი ამბავი აუწყა: 3 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
“მუსადი ძალიან მხიარული და ენერგიული ბავშვი იყო. მას უყვარდა სიცილი, უფროსებთან საუბარი. განსაკუთრებით უყვარდა “აიპადზე” თამაში “, – იხსენებს მუსად იბრაჰიმის უფროსი ძმა.
მეჩეთში ტერორისტული აქტის შედეგად, 50 ადამიანი დაიღუპა. 3 წლის ბიჭუნას ტრაგიკული სიკვდილი კი მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით შემზარავია.
სხვა სიახლეები