„პრეზიდენტ ტრამპისგან მივიღე წერილი, გავასწორე და ხვალ უკან დაბრუნებას ვაპირებ“, – წერს ხანშიშესული მასწავლებელი ივონ მეისონი.
მასწავლებელმა, რომელიც 1 წლის წინ პენსიაში გავიდა, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, სადაც ინტერესდებოდა, თუ რატომ მოხდა სროლა მარჯორი სტოუნ დუგლასის სკოლაში, რა დროსაც 17 ადამიანი გარდაიცვალა. როდესაც ხანშიშესულმა მასწავლებელმა მის კითხვაზე პასუხად წერილი მიიღო, ის გაკვირვებული დარჩა შეცდომების სიმრავლით.
17 -წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგმა გამოგზავნილ წერილში ყველა შეცდომა გამოყო და ყველა მათგანს შენიშვნის სახით კომენტარები მიაწერა.
„როდესაც ქვეყნის უმაღლესი რანგის პირისგან იღებთ წერილს, იმის მოლოდინი გაქვთ, რომ გრამატიკულად მაინც იქნება სწორად დაწერილი“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ივონ მეისონმა.
ზოგიერთი მედიასაშუალების განცხადებით კი წერილი სპეციალურად იქნა დაწერილი შეცდომებით, იმისათვის, რათა მიმღებს შექმნოდა განცდა, თითქოს ის პირადად დონალდ ტრამპის დაწერილი იყო.