მასწავლებელმა მოსწავლეს თმა მოაჭრა და თან ჰიმნი იმღერა(ვიდეო)

52 წლის მარგარეტ გიზინგერმა კალიფონიიდან, მოსწავლეს თმა შეჭრა და თან ამერიკის ჰიმნიც იმღერა. მისი არაადეკვატური ქცევა მოსწავლის თანაკლასელებმა გადაიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Mirror” ავრცელებს.
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგმა გიზინგერმა მოსწავლეს მისი თანაკლასელების თანდასწრებით თმა იძულებით შეაჭრა. თანაც ამ დროს მღეროდა, ბიჭის თმას კი ზურგს უკან ისროდა. ამის მერე მან დააპირა იგივე სხვა გოგოსთვის გაეკეთებინა, თუმცა მოსწავლემ გაქცევით უშველა თავს. მას დანარჩენი მოსწავლეებიც მიყვნენ.
მოსწავლეების თქმით, ეს მათი პედაგოგისთვის არადამახასიათებელი ქცევაა.
„ის მოსიყვარულე და კეთილი ლედია. ძირითადად, იღიმის და იცინის. ეს არ არის ის მისის გიზინგერი, რომელიც ჩვენ გვიყვარს“, -ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
ამ დროისთვის მასწავლებელი დაპატიმრებულია, ის არასრწულოვნების მიმართ სასტიკ მოპყრობაშია ბრალდებული. მიზეზი იმისა, თუ რამ აიძულა ქალს ასე მოქცეულიყო, ჯერჯერობით უცნობია. თუკი მისი დანაშაული დამტკიცდება, მარგარეტს 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები