მარიამ პავლიაშვილი ”X ფაქტორის”-ის სკანდალის შემდეგ – ”აჭრელდა სოციალური ქსელი ჩემი ქმრის სალანძღავი სიტყვებით…”
”X ფაქტორის” მორიგ ტურს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მარიამ პავლიაშვილის პროექტის მიღმა დატოვებამ.
მას შემდეგ, რაც სოფო ნიჟარაძემ თქვა, რომ მარიამი სახლში წავიდოდა და დატოვებდა პროექტს, მისმა მეუღლემ ჟიურის მისამართით სალანძღავი სიტყვები არ დაიშურა.
სოციალურ ქსელში მარიამ პავლიაშვილის მეუღლეს აკრიტიკებდნენ და წერდნენ, ხომ უნდა სცოდნოდა, რომ მუსიკალურ პროექტებში შესაძლოა, მსგავი რამ მოხდეს და უცენზურო სიტყვების ხმარება რა საჭირო იყოო. მომხდარს მარიამ პავლიაშვილი შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.
”აჭრელდა სოციალური ქსელი ჩემი ქმრის სალანძღავი სიტყვებით. სოფლელი ხანიგა, ისა, ესა. ჩემი ქმარია თქვენი ხომ არა. თქვენ ხომ გყავთ უკეთესები და მიხედეთ.
ვაჰ, გვერდითაც მიუწექით შიგადაშიგ რა ვიცი, სულ აქ რომ მიზიხართ ვეგეტატიური ნერვოზით დაავადებულები. დემოგრაფიულ პრობლემებზე იზრუნეთ ჯობია!”
წყარო: რეიტინგი