ინგრედიენტები: მანდარინი – 1 კგ (პატარა ზომის), შაქარი – 1 კგ. წყალი – 1 ჭიქა, ლიმონი – 1 ცალი, ვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი: მანდარინი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, დავჩხვლიტოთ გარშემო, ცოტა ხნით მდუღარე წყალში ჩავყაროთ, რომ სიმწარე გაუვიდეს. შემდეგ ამოვიღოთ და საწურზე დავტოვოთ, კარგად რომ დაიწუროს. ამასობაში სიროფი 1კგ. შაქრისა და 1 ჭიქა წყლისგან მოვადუღოთ, შემდეგ მანდარინები ჩავყაროთ და დაბალ ცეცხლზე 20 წუთი გავაჩეროთ. იგივე პროცედურა 3-ჯერ გავიმეოროთ, რომ წვენი შესქელდეს. ბოლოს ლიმონის წვენი ჩავაწუროთ და ჩავყაროთ ვანილი. მომზადებული მასა ქილებში ჩავაწყოთ.