მამლის წელში საოცარი შესაძლებლობების ბავშვები დაიბადებიან

მშობლები, რომლებიც 2017 წელს შვილის დაბადებას ელიან, აინტერესებთ, როგორი იქნება ცეცხლოვანი მამლის წელში დაბადებული ბავშვი.
2017 წელი ცეცხლოვანი მამლის წელია. ის არის მამაცობის, ფეთქებადი ხასიათის, ლიდერის თვისებებისა და საკუთარი პოზიციის დაცვის სიმბოლო. ჩინელების აზრით, მამალი შრომისმოყვარეა და სირთულეების მიუხედავად, მაინც აღწევს საწადელს. თავგადასავლებისადმი სიყვარულის მიუხედავად, მაინც კონსერვატიული შეხედულებები აქვს. უჭირს საქმიანობისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ოპტიმისტია, მაგრამ თუ დასჭირდა, ან გზაზე ვინმე გადაეღობა, სიმკაცრეც შეუძლია გამოავლინოს.
2017 წელს დაბადებულ პატარას ფეთქებადი ხასიათი და განვითარებული ინტელექტი ექნება. დაწყებულ საქმეებს ბოლომდე, სრულყოფილებამდე მიიყვანს. გარშემო მყოფები მათ ნერვულ სისტემას უნდა გაუფრთხილდნენ. მას უყვარს ლიდერობა და გარშემო მყოფების კონტროლი. ამ თვისებას პატარაობიდანვე გამოავლენს. ვერ შეეგუება ზედმეტ შეზღუდვებსა და გადამეტებულ მზრუნველობას.

mshoblebi

შემოქმედებითი ლიდერები
ამ წელს დაბადებული ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მუდამ რაღაცით იყოს დაკავებული. ბუნებით ცნობისმოყვარეა, სხარტი აზროვნება აქვს. აინტერესებს მეცნიერებები. 2017 წელში დაბადებული ბავშვები სამომავლო პროფესიად აირჩევენ სახელოვნებო სფეროს _ მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. მაგრამ ბუნებრივი ნიჭი დაეხმარებათ გახდნენ კარგი ინჟინრები, არქიტექტორები, რეჟისორები, მწერლები და სცენარისტები. მამის წელში დაბადებულ ბავშვებს მისწრაფება აქვთ სამყაროს შეცნობისკენ, შემოქმედებითი საქმიანობისკენ.
თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არაა. მიუხედავად ნიჭიერებისა, მამალი ბავშვები საოცრად ზარმაცები არიან და მშობლის მისიაა ბავშვობიდანვე მიაჩვიონ დისციპლინას, წესრიგს. თუმცა, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულ კონსერვატიულ მამალს უჭირს შეხედულებებისა და წესების შეცვლა.

mshoblebi

როგორი შესაძებლობებით იქნებიან დაჯილდოებულები 2017 წელს დაბადებული ბავშვები? სწრაფად შეითვისებენ ყველაფერს, რასაც ასწავლით, რისკენაც მიუწვდებათ გონება. აქვთ ანალიტკური და ლოგიკური აზროვნების უნარი (გოგონებსაც). სამუშაო სპეციალობები მათთვის არ არსებობს. ამიტომ, მიმართეთ მათი განათლების სფერო მეცნიერების ან შემოქმედებისკენ.

მამალი ლიდერია და ბავშვობაში ისეთი სასწავლო პროგრამები შეურჩიეთ, სადაც ინიციატივის გამოჩენა მოუწევს. მას აუცილებლად ელის წარმატება, თუმცა, მის ნაკლს _ სიზარმაცესაც ნუ დაივიწყებთ.

მართალია, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია,

მაგრამ 2017 წელს დაბადებულები გაგაოცებენ. მამლის წელში დაბადებულ პატარას დიდივით შეუძლია აზროვნება. აქტიური და ჯიუტია. იბრძვის იმის მისაღწევად, რაც საკუთარი თავისთვის სწორად მიაჩნია.

mshoblebi

მშობლებს მოუწევთ, ცოტათი მეტი თავისუფლება მიანიჭონ შვილს, რათა პატარა მეტად დამოუკიდებელი გაიზარდოს. მამლის წელში დაბადებული ბავშვები კრიტიკას მტკივნეულად განიცდიან. ამიტომ, ყურადღება გაუმახვილეთ მიღწევებზე, რათა თვითშეფასება აუმაღლდეთ. მიანიჭეთ ბავშვს უფლება, ბავშვობიდანვე გამოავლინოს ლიდერობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება უნდა დართოთ. მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს რა შეიძლება და რა არა. რათა შეცდომების დაშვების გარეშე მიაღწიოს წარმატებას.

დაუშვებელია ბავშვის მუდმივი კონტროლი და გადამეტებული მზრუნველობა. ბავშვი ან მიეჩვევა ასეთ დამოკიდებულებას, ან იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის და მუდამ ხელჩართული ბრძოლა გექნებათ მასთან. მამლის წელში დაბადებულ ბავშვს არ ეყვარება ტყუილი. შეიძლება მშობელსაც კი არ აპატიოს ის. თუმცა, ის მომთმენია.

mshoblebi

მამლის წელიწადში დაბადებული ბავშვების ძირითადი თვისებები:
შემოქმედებითი ნიჭი;
ლიდერობისადმი ბრძოლა:
სიჯიუტე დასახული მიზნის მისაღწევად;
კონსერვატიზმი;
სიმართლის სიყვარული;
განვითარებული ინტელექტი და გამჭრიახობა;
სიჯიუტე.

განაგრძეთ კითხვა:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები