მამა ლეონი ვასაძეზე: შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო, ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს

მამა ლეონი (გელოვანი) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ლევან ვასაძის განცხადებებს ეხმაურება.

“იესომ ჰკითხა მას (შეპყრობილს): რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ”. (მკ.5)

ნამდვილად სწორად შეურჩევია სახელი რაინდადწოდებულს!
უწმინდური სულითაა შეპყრობილი ყველა, ვინც სხვაზე ძალადობით ხარობს! შეპყრობილია ყოველი ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს! შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო, ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს!

იესო საკუთარი ჯვარცმით არა ტანჯვა, არამედ სიყვარული გვასწავლა. ჯვარცმა – ესაა სიყვარულის მაგალითი, გულწრფელი სიყვარული მათ მიმართაც კი, ვისაც იგი სძულდა.
იესოს რწმენის გავრცელებას კი მუდამ უნდა ახლდეს პავლე მოციქულის სიტყვების გააზრება – ,,ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული” (გალ.6). ადამიანი, რომელიც სხვაზე (რა ცოდვაშიც უნდა იყოს ის სხვა ჩავარდნილი) ძალადობს, ამ ტვირთს არიდებს თავს და, შესაბამისად, რჩება ქრისტეს რჯულს გარეთ”, – წერს სასულიერო პირი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები