“მამა დაესწრო მშობიარობას” – ალექსანდრა პაიჭაძესა და დავით კოდუას ქალიშვილი შეეძინათ, რა დაარქვეს პატარას?

“ვიქ­ტო­რია კო­დუ­აც დაგ­ვე­მა­ტა სიყ­ვა­რულ­ში…“ – წერს ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძესო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მო­დელ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ორი სა­ა­თის წინ გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. მას და და­ვით კო­დუ­ას გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ.

რო­გორ გრძნობს თავს დედა-შვი­ლი, კო­მენ­ტა­რის­თვის მსა­ხი­ობ და ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას და­ვუ­რე­კეთ, რო­მე­ლიც დღეს თა­ვად გახ­ლავთ იუ­ბი­ლა­რი.

– ნა­ნუ­კა, გი­ლო­ცავთ, და­ბა­დე­ბის დღეს, ალექ­სან­დრამ ორი­გი­ნა­ლუ­რად მო­გი­ლო­ცათ და­ბა­დე­ბის დღე…

– აბა, რა გა­ა­კე­თა, აგერ ვართ გა­გუ­ას კლი­ნი­კას­თან, ვუ­ლო­ცავთ, ისე­თი გოგო გა­ა­ჩი­ნა, მეტი რომ არ შე­იძ­ლე­ბა. მთე­ლი გა­და­ცე­მის გუნ­დი აქ ვართ, მე, თე­ო­ნა და სა­ლო­მე… კარ­გად ჩა­ი­ა­რა ყვე­ლა­ფერ­მა, ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა გაჩ­ნდა. გა­და­სა­რე­ვი სა­ხე­ლი, ვიქ­ტო­რია და­არ­ქვა. ბა­რემ, ჩემ­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა და ნა­ნუ­ლიც მი­ე­წე­რა.

გო­გო­ნა 3. 300 გრა­მი და­ი­ბა­და, თვა­ლის ჭრი­ლი ალექ­სან­დრა­სი აქვს, ფეხი აქვს გრძე­ლი, კოჭი ჩემი არ აქვს… მამა და­ეს­წრო მშო­ბი­ა­რო­ბას. ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ზე­ი­მით და­ი­წყო. მო­ვე­დით სამ­შო­ბი­ა­რო­ში და შამ­პა­ნი­უ­რე­ბი დავ­ლი­ეთ.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძი­სა და და­ვით კო­დუ­ას რო­მა­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა ხნის წინ გა­ი­გო. მა­ნამ­დე ტე­ლე­წამ­ყვან­მა პირ­ვე­ლად AMBEBI.GE-სთან გა­ნა­ცხა­და, რომ ასა­კით უფ­როს, ცნო­ბილ მა­მა­კაც­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თა­რი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა “ქა­ლებ­ში“ ისა­უბ­რა, რომ­ლის ერთ-ერთი თა­ნა­წამ­ყვა­ნი თა­ვად გახ­ლავთ.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები