მამაკაცს საკუთარმა ძაღლმა ესროლა

აშშ-ის შტატ აიოვას მკვიდრი რიჩარდ რემე, ცეცხლსასროლი იარაღით, ძაღლთან თამაშისას დაიჭრა.
პოლიციელებს დაზარალებულმა განუცხადა, რომ საკუთარმა ძაღლმა ესროლა. მამაკაცი დივანზე იწვა და ოთხფეხა მეგობარს ეთამაშებოდა. პისტოლეტი მის ქამარზე დამაგრებულ სპეციალურ ჩასადებში იყო მოთავსებული. ძაღლმა მოახერხა იარაღის ჩამკეტის განეიტრალება, ახტა და სასხლეტს გამოედო. ტყვია მამაკაცს ფეხში მოხვდა. საბედნიეროდ, ჭრილობა სერიოზული არ აღმოჩნდა. რემე მაშინ მიხვდა თუ რა მოხდა, როდესაც იატაკზე სისხლი დაინახა.
„ასეთი არასოდეს არაფერი მსმენია. ცნობილია შემთხვევები, როცა პისტოლეტები მიწაზე ვარდება და ისვრის, მაგრამ ისტორია ძაღლის შესახებ – ეს რაღაც ახალია“-აცხადებს ოლქის პოლიციის უფროსი როჯერ პორტერი. სამართალმდამცველებმა გაითვალისწინეს, რომ რემეს ძაღლმა „დანაშაული უნებლიედ ჩაიდინა“, ასევე ის, რომ მის პატრონს იარაღის ტარების და ფლობის ყველანაირი ნებართვა ჰქონდა, და შესაბამისად, ინციდენტში პასუხისგებლობა არავის დააკისრეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები