მამაკაცის ფსიქოლოგია და სხეულის ენა – რაზე მეტყველებენ მამაკაცის მანერები

მამაკაცის როგორც პირველაღმომჩენის, მზვერავის, ექსპერიმენტატორის ბიოლოგიურმა ფუნქციამ ჩამოაყალიბა მისი ტემპერამენტი, რომელიც ვერ ითმენს ქცევის შტამპებსა და ერთფეროვნებას. თუმცა პარადოქსია: ჯარი შედგება მხოლოდ მამაკაცებისგან, რომლებიც ემორჩილებიან მეთაურს და ეწევიან ცხოვრების ერთობ რეგლამენტირებულ წესს. საქმე ის არის, რომ მამაკაცები თავიანთი ფსიქოლოგიური განწყობის მეოხებით სწრაფად რეაგირებენ სიტუაციის ცვლილებებსა და მკაფიო სიტყვიერ ფორმულირებაზე, ამიტომ მამაკაცთა საზოგადოებაში გარეგნული დისციპლინის დამყარება გაცილებით ადვილია. მიუხედავად ამისა, როცა “მეთაურის” რანგში საყვარელი ქალი გამოდის, მამაკაცი ამას აღიქვამს როგორც ძალადობას მამაკაცის იდუმალ არსზე (უფროსი მას ისედაც ბევრი ჰყავს!), ამან კი შეიძლება სრულიად დაუკარგოს ასეთ ქალთან ურთიერთობის სურვილი – თავმოყვარე მამაკაცური ბუნება “დედაკაცის დაკრულზე ცეკვას” ვერ აიტანს. რჩევა ქალბატონებს: შეიცვალეთ ქცევის სტერეოტიპები, ერიდეთ ისეთ გამოთქმებს, როგორიც არის: “ყველა ასე იქცევა”, “ასეა საჭირო”. ეცადეთ, ამოუცნობი იყოთ.

სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ეს ტიპებია:

* ემბლემები – სიტყვების ნაცვლად იხმარება. მაგ: თავის დაქნევა “კი”-ს წარმოთქმის ნაცვლად.

* ილუსტრატორები – ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მაგ: მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისაკენ ახდენს სიტყვა “წავედით” ილუსტრაციას.

* გრძნობის მაჩვენებლები – სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.

* რეგულატორები – მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. მოსმენისას ჩვენ თავს ვაქნევთ მოსაუბრეს მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმებს გამოვცემთ. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ გვსურს თუ არა კიდევ რამის გაგება თუ მიგვაჩნია რომ თემა ამოწურულია.

* ადაპტორები – ჩვეულებრივ ადამიანის რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ხშირად ისენი ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობენ. მაგ: ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება, მოსმენისას ფანქრის ღეჭვა და სხვა.

მამაკაცების სუსტი წერტილი : “სასაცილო ხომ არ ვარ?!”

მამაკაცებს ქალებზე გაცილებით მეტი სუსტი წერტილი აქვთ, განსაკუთრებით – დღეს, როცა ტრადიციული მამაკაცური საქმიანობა – ომი და ნადირობა – მათთვის უკვე უცხოა, ხოლო ისეთი სფერო, სადაც ქალები მათ ტოლს ვერ დაუდებენ, არცთუ ისე ბევრია. თითქმის ყველა მამაკაცში ცხოვრობს პატარა ბიჭუნა – ერთგვარი პიტერ პენი, რომელიც უარს არ იტყვის ცხოვრებით, ქალებით თამაშზე, მაგრამ როდესაც იგრძნობს, რომ მისით “თამაშობენ”, რისხვა შეიპყრობს. ნებისმიერ მამაკაცს ყველაზე მეტად იმისა ეშინია, სხვების დასაცინი არ გახდეს – ეს ხომ მისი მნიშვნელობის დამცირებას ნიშნავს! რჩევა ქალბატონებს: სათუთად მოეპყარით მამაკაცის თავმოყვარეობას და მასთან ხუმრობისას ფრთხილად იყავით. ირონია არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს მამაკაცის გარეგნობას, ინტიმურ შესაძლებლობებს, ოჯახისა წევრებს, ფულის შოვნის უნარს… თუმცა ეს სია შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ.x_d333a05e
მამაკაცებს არ უყვართ საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარი. მამაკაცები იშვიათად დადიან ექიმებთან, შეძლებისდაგვარად გაურბიან მკურნალობას. მიზეზი მარტივია – მათ ტკივილისა ეშინიათ. ცხოვრებაში ისინი იმდენს ვერ ითმენენ რამდენსაც ქალები. მარტო მშობიარობა რად ღირს! ამიტომაც ფიზიკური ტანჯვისთვის მამაკაცები მზად ნაკლებად არიან. გარდა ამისა, ექიმთან წასვლაზე თანხმობის მიცემა მამაკაცისთვის ცხოვრებასთან ბრძოლაში დათმობის, დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც არ განიხილავს მამაკაცი ამგვარ პრობლემებს ქალთან, რომელიც მოსწონს. საქმე ის არის, რომ სიბრალული, თანაგრძნობა და სხვა ამგვარი გრძნობები, რომლებიც მშვენიერ სქესს ზოგჯერ სიყვარულის სინონიმებად მიაჩნია, მამაკაცურ ბუნებას არ ახასიათებს. მამაკაცმა ქვეცნობიერად იცის, რა გრძნობებს გამოიწვევს ანალოგიურ შემთხვევაში ქალი მასში (თუმცა კი შესაძლოა, ეს მასაც დაუმალოს და საკუთარ თავსაც), ჰოდა, ბუნებრივია, არ სურს, თავად გამოჩნდეს უბადრუკი და სუსტი. მამაკაცს არც ისე კარგად აქვს განვითარებული თანაგრძნობის უნარი და ვერ წარმოუდგენია, რომ სხვას ეს შეუძლია. რჩევა ქალბატონებს: მამაკაცის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, თანაც მდგომარეობიდან მხოლოდ პოზიტიური გამოსავალი შესთავაზეთ. თუ მამაკაცი თქვენი თაყვანისმცემელია, უმჯობესია, ჯანმრთელობაზე არ ესაუბროთ.

1.სწრაფი მეტყველების დროს _ იზრდება ნათქვამის შინაარსის ზეგავლენა ადამიანზე და ამ შემთხვევაში ნათქვამი უფრო სარწმუნო ხდება.

2.საათზე ყურება და საკუთარი ფრჩხილების შემომება – ეს მოწყენის აშკარა ნიშანია. არასოდეს დახედოთ საათს, როდესაც ვინმეს ესაუბრებით. ასევე, თავი აარიდეთ ფრჩხილებზე ყურებასაც.

3.თვალების დავიწროვება _ თუ გინდათ, რომ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ არ მოგწონთ ის ან მისი იდეა, თვალები დაავიროვეთ მისი ყურებისას. ოდნავი თვალების დავიწროვება ინსტიქტური, უნივერსალური გამომეტყველებაა ბრაზის გამოსახატად ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სახეობებში (ვეფხვი, ძაღლი და ა.შ.) ზოგიერთი ადამიანი შეცდომით თვალებს ავიწროვებს საუბრისას იმის საჩვენებლად, რომ ფიქრობს. ნუ შეიყვანთ ადამიანებს შეცდომაში, ნუ დაავიწროვებთ თვალებს.

4.მზერა _ მიღებულია, რომ მზერა 3 წამი, ურთიერტ თვალებში ყურება კი 1.20 წამი უნდა გრძელდებოდეს. Aამ ნორმებზე ხანმოკლე მზერა ინტერესის არ ქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი, ზედმეტი ყურადღების გამოხატულებად აღიქმება.

5.თავის ორიენტაცია _ მაღლა აწეული თავი წინ წამოწეული ნიკაპით, თვითრწმენას, სიმამაცესა და შეუპოვრობაზე მეტყველებს. გვერდზე გადახრილი თავი მორჩილებასა და დაქვემდებარებაზე მიუთითებს. წინ დახრილი თავი უარყოფითი და აგრესიულ დამოკიდებულებაზე.

6.სახის შეხება საუბრისას – სახის შეხება, და განსაკუთრებით ცხვირისა, ჩვეულებრივ ტყუილის ნიშნად აღიქმება. პირის ხელით გადაფარვაც ტყუილის გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა. საუბრისას ყოველთვის შორს გეჭიროთ ხელები სახისგან.
1205269354_rubashka_11
მათ სძულთ ურთიერთობების გარკვევა.

ეს ყველაზე დიდი წყალგამყოფია ქალისა და მამაკაცის ბუნებას შორის. მშვენიერ სქესს ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი ძალიან უყვარს, მამაკაცები კი ლაპარაკს საქმეს ამჯობინებენ. მათ, საერთოდ, უჭირთ საკუთარი გრძნობების ანალიზი, მათ ინსტინქტი, იმპულსი ამოძრავებთ. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი სენტიმენტალური საუბრები აღიზიანებთ. რჩევა ქალბატონებს: ნუ ჩაითრევთ მამაკაცს სენტიმენტალურ, ცხოვრებისეულ საუბრებში. ეს დროის ამაო კარგვა იქნება.
ისინი ვერ იტანენ უმიზნო ფლირტს სიყვარულში მამაკაცები შედეგისკენ მიისწრაფიან. ქალის მხრიდან ინტიმური გრძნობების არსებობის უტყუარი საბუთი მათთვის ინტიმური ურთიერთობაა. ამიტომ ცდილობენ, მოქმედებაზე რაც შეიძლება მალე გადავიდნენ. თუ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა და თამაში იყო, მისგან დანდობას ნუ ელით. უარის შემთხვევაში ის შეეცდება, ქალს ყველა მიწიერ მანკიერებაში დასდოს ბრალი, რათა თავი დაირწმუნოს, რომ დანაკარგი არც ისე დიდია. რჩევა ქალბატონებს: თუ მის მიმართ სერიოზული გრძნობები არ გაქვთ, ჯობს განზე გადგეთ და ეს რაც შეიძლება მალე აგრძნობინოთ.

* ყალბი ღიმილი – ესეც ტყუილის ნიშანია. ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებსდა მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას . . . თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.

* ხელების თავქვეშ ან თეძოებზე მოთავსება – ჩვეულებრივ აღიქმება, როგორც ამპარტავნების ნიშანი. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამგვარი ხელის მოძრაობის გამოყენება. სიარულისას ხელების უკან დაწყობას ძირითადად კაცები მიმართავენ და თავის ძალაუფლებას მიანიშნებენ.
057d753883628693c763d5fe5bea4592
* გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა _ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაბნეულობის ნიშანია. ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და უსაფრთხოების სურვილის არ ქონაზე მიუთითებს.

* კეფის და კისრის მოფხანა – ეს ეჭვის და დაუწმუნებლობის ტიპიური ნიშანია. ასევე ეს შეიძლება მიიღონ, როგორც ტყუილის ნიშანი. შეეცადეთ საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.

* ძალიან ახლოს დოგმა – ეს ადამიანებს დისცომფორტს აგრძნობინებს. ადამიანები თავის საკუთარ სივრცედ აღიქვავენ დაახლოვებით 1.20მ სივრცეს სხეულის გარშემო. ამ სივრცის დარღვევა მხოლოდ ახლო მეგობრების და ინტიმური პარტნიორების შემთხვევაში შეიძლება.

* მოლაპარაკებისას _ მოსაუბრის მარცხენა მხარეს ჯდომა ზრდის მომლაპარაკებლის მიერ წარმატების მიღწევის ალბათობას. Pპირისპირ ჯდომა უფრო შეჯიბრის და კონფრონტაციის ანუ წინააღმდეგობის მაჩვენებელია.

წყარო: galomani.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები