“ოჯახში პოზიტიური ფსიქოლოგიური კლიმატის შესაქმნელად” ბელარუსიაში შრომით კოდექსში ცვლილების შეტანა გახდა საჭირო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს.
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, მამებს 14-დღიანი დეკრეტული შვებულება ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ, აღსანიშნავია, რომ შვებულება მამინაცვლებსაც ეკუთვნით.
ამ კანონით, იდეის ავტორები ფიქრობენ, რომ ბელარუსიაში მცხოვრებ ოჯახებს სირთულეების გადალახვაში დაეხმარებიან.