“მა­ინ­ც და ­მა­ინც ამის გამო აჭ­რელ­დეს პრე­სა?! ცოტა უხერ­ხუ­ლია” – როგორ მოხვდა “სოსო” გერმანიიდან ჩცდ-ში და რა შეცვალა სერიალმა მის ცხოვრებაში

“ჩცდ”-ს ამ სე­ზონ­ზე ახა­ლი პერ­სო­ნა­ჟი, სოსო შე­ე­მა­ტა. ის კა­ტოს ახა­ლი რჩე­უ­ლია. ცოტა უც­ნა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, თუმ­ცა კა­ტოს ის ჯერ­ჯე­რო­ბით მოს­წონს და მას­თან თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. ამ როლს მსა­ხი­ო­ბი დევი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი თა­მა­შობს. ის მუ­სი­კი­სა და დრა­მის ახა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. რო­გორც ამ­ბობს, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, მოს­წონ­და ეს პრო­ფე­სია და გახ­და კი­დეც მსა­ხი­ო­ბი:

“სა­ერ­თოდ ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში მუდ­მი­ვად რა­ღა­ცე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ვცდი­ლობ. ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც სულ სი­ახ­ლე­ებს ვე­ძებ. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბიც მიყ­ვარს… პრო­ფე­სი­ის გარ­და ბევ­რი რამ მი­ზი­დავს” – გვე­უბ­ნე­ბა დევი და ინ­ტერ­ვი­უს სე­რი­ალ­ზე სა­უბ­რით ვაგ­რძე­ლებთ.

– გერ­მა­ნი­ა­ში, კი­ოლნში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც და­მი­რე­კეს. ვი­დეო კას­ტინ­გის­თვის იქვე ჩავ­წე­რე და გა­მო­ვუგ­ზავ­ნე. მერე შე­მა­ტყო­ბი­ნეს, რომ როლ­ზე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ჩა­მო­ვე­დი თუ არა, გა­და­ღე­ბა­ზე მი­ვე­დი… მალე კო­რო­ნა და­მე­მარ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით – ომიკ­რო­ნი. ამის გამო ფორ­მა­ში დაბ­რუ­ნე­ბა ცოტა გა­მი­ჭირ­და. ჯერ კი­დევ ვერ ვარ სა­თა­ნა­დო ფორ­მა­ში, რო­მე­ლიც მა­ხა­სი­ა­თებს, ვცდი­ლობ, ძა­ლე­ბი მალე აღ­ვიდ­გი­ნო და ამან საქ­მე­ზე არ იმოქ­მე­დოს.

– სე­რი­ალს რო­გორ აფა­სებთ?

– ყვე­ლა სე­ზო­ნი და სე­რია ნა­ნა­ხი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, თუმ­ცა ამ­დე­ნი წელი ეს პრო­ექ­ტი რომ არ­სე­ბობს, მგო­ნი, ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს. მას აქვს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა და ფარ­თო სპექტრის, ჟან­რობ­რი­ვი გან­ხრის პრო­ექ­ტია. ყვე­ლა­ფერს მო­ი­ცავს… ქეთი დევ­და­რი­ა­ნი ამ თე­მებს, ყო­ველ­დღი­ურ­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ ეხე­ბა და სე­რი­ალს ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟე­ბი ჰყავს…

– “სამ­ზა­რე­უ­ლო” მო­გე­წო­ნათ?

– ჩემ­თვის უცხო არ ყო­ფი­ლა. რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას­თან ად­რეც მი­მუ­შა­ვია. იყო ასე­თი ნო­ვე­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი სუ­რა­თი – “ჭამა და სექ­სი,“ სა­დაც პირ­ველ ნო­ვე­ლა­ში მე და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძემ ვი­თა­მა­შეთ. ამის გარ­და არა­ერთ პრო­ექ­ტში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მა­გა­ლი­თად, “გა­აგ­რძე­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია”, სა­დაც მეფე ერეკ­ლე ვი­თა­მა­შე, იყო კი­დევ ფილ­მე­ბი – სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნიც, სე­რი­ა­ლი “გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან”… ასე რომ, გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და, ბევ­რი რამ ვი­ცო­დი, თუმ­ცა გა­მოც­დი­ლე­ბის კუ­თხით ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ყო­ველ­თვის კარ­გია.

– თურ­მე ინ­ტერ­ვიუ არ გიყ­ვართ…

– კი, არა­ერ­თხელ მით­ქვამს ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი. თე­ატ­რში ბევ­რი სპექ­ტაკ­ლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი, მათ შო­რის, სა­უ­კე­თე­სოც ყო­ფი­ლა, ახლა “და­ქა­ლებ­ში“ შე­მო­ვე­დი და მა­ინ­ცდა­მა­ინც ამის გამო აჭ­რელ­დეს პრე­სა?! ცოტა უხერ­ხუ­ლია. სა­დღაც სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა ალ­ბათ, როცა მსა­ხი­ობ­ზე ბევ­რი რამ არ იცი და მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ნელ-ნელა იგებ და არა ერ­თბა­შად, ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. შემ­დეგ სე­რი­ა­ლი­დან გა­დი­ხარ და არა­ვის აღარ ახ­სოვ­ხარ – ესეც ისე­თია, რა… ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს დო­ზი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

– თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი “ჩცდ”-ში გა­მოჩ­ნდა თუ არა, მა­შინ­ვე ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა…

– სო­სოს შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ არ არის გარ­კვე­უ­ლი, ანუ არ ვი­ცით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში რო­გო­რია. ამი­ტომ, რაც ჩანს, იმის მი­ხედ­ვით ვი­ტყვი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი საკ­მა­რი­სად აქვს. არის მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და ნელ-ნელა, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­დის იქამ­დე, სა­დამ­დეც უნდა, რომ მი­ვი­დეს. ცოტა მძი­მე კა­ცი­ცაა… იცის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მოქ­ცე­ვა, მაგ­რამ იმის იქით სას­წა­უ­ლად მე­სა­კუთ­რეა. რა­ღაც ხა­ზებს ავ­ლებს და რა­ღა­ცებს აწე­სებს. რო­გორც კი ვინ­მეს თა­ვი­სად მი­ი­ღებს, გა­და­წყვეტს, რომ უკვე მი­სია…

– რო­დე­საც ეს პერ­სო­ნა­ჟი შე­მოგ­თა­ვა­ზეს, რა იფიქ­რეთ?

– ჩემ­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და უკვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო მისი თა­მა­ში. მერე ვი­ფიქ­რე, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მით უფრო, როცა გა­ვი­გე, რომ კა­ტოს მა­ნამ­დე ბევ­რი ქმა­რი ჰყავ­და. ამი­ტომ რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნდა შე­მექ­მნა. ვე­ძებ­დი რა­ღაც­ნა­ირ უც­ნა­ურ ტიპს. სოსო არ არის სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რომ და­ი­ნა­ხავ და გა­მო­იც­ნო, ვთქვათ, რო­მე­ლი უბ­ნი­და­ნაა, ან რო­გო­რი ხა­სი­ა­თი­საა.

– კა­ტოს მოს­წონს და ამ­ბობს კი­დეც, რომ ღირ­და ამ­დე­ნი ქმრის გაშ­ვე­ბა იმის­თვის, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში სოსო გა­ჩე­ნი­ლი­ყო. ღირ­და ეს ლო­დი­ნიო…

– ამას როცა ამ­ბობს, გო­გებ­თან თა­ვი­სე­ბუ­რად იპ­რან­ჭე­ბა. თუმ­ცა რა­ღა­ცებს, რაც სო­სო­ში არ მოს­წონს, იმას არ ამ­ბობს, თით­ქოს არ იმ­ჩნევს. ასეა, უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის აფი­ში­რე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით ფიქ­რობს, რომ ამას რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ე­რე­ვა, მას­ზე ზე­გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. არა­და, მგო­ნი, პი­რი­ქით არის, სო­სოს სხვა გან­ზრახ­ვა აქვს…

– რამ­დე­ნად შეძ­ლებს თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის გან­ზრახ­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ამას შემ­დე­გი სე­რი­ე­ბი აჩ­ვე­ნეს… თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სო­სოს უც­ნა­უ­რო­ბას მეც ვა­დას­ტუ­რებ…

– კი, მარ­ტი­ვად ვერ შე­იც­ნობ. ამ­ბობს, რომ აქვს თევ­ზის ბიზ­ნე­სი და მეტი არა­ფე­რი ვი­ცით… აშ­კა­რად ფუ­ლის პატ­რო­ნია, არც ხელ­მომ­ჭირ­ნეა და სა­ჩუქ­რებს რა­ღა­ცის­თვის არ აკე­თებს. ეს ხელ­გაშ­ლი­ლო­ბა მისი თვი­სე­ბაა… კარ­გია, როცა სა­ჩუქ­რებს აკე­თებ, ადა­მი­ან­ზე ზრუ­ნავ, ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ხატ­ვა, მაგ­რამ ისე, რო­გორც ამას სოსო აკე­თებს, და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩემ­თვის, დე­ვის­თვის, სო­სოს პი­როვ­ნე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. არა­ფერ­ში არ ვე­თან­ხმე­ბი. წვრილ­მა­ნებ­ში მისი ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა, რო­გორც კაცს, ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. სა­ერ­თო­დაც არ მგო­ნია, მო­სა­წო­ნი იყოს.

კა­ტოს “ლა­ი­ვებს” უყუ­რებს და ეჭ­ვე­ბი, ფიქ­რე­ბი არ ას­ვე­ნებს. ამა­ვე დროს მარ­ტი­ვი ქა­ლე­ბიც არას­დროს მოს­წონ­და. კა­ტო­ში ბევ­რი სირ­თუ­ლეა, სა­ინ­ტე­რე­სოა, ხი­ფა­თიც საკ­მა­ო­დაა, ალ­ბათ ეს იზი­დავს, მაგ­რამ უნდა სა­პი­რის­პი­როდ აქ­ცი­ოს…

– შე­საძ­ლე­ბე­ლია სო­სოს ცხოვ­რე­ბის სხვა ეპი­ზო­დე­ბი გაგ­ვიხ­სნას სცე­ნა­რის­ტმა, ანუ მისი გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან, ანუ რამ გან­სა­ზღვრა სო­სოს ასე­თი ხა­სი­ა­თი?

– შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა თევ­ზის ბიზ­ნე­სიც შირ­მა რომ იყოს, არც ამას გა­მოვ­რი­ცხავ… რომც არ გვაჩ­ვე­ნოს სცე­ნა­რის­ტმა მისი წინა ცხოვ­რე­ბა, უკვე ვი­ცით, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და არის და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი…

– “სა­ერ­თო ექა­უნ­თი” მგო­ნი, კულ­მი­ნა­ცი­აა…

– არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამით კა­ტოს ცდი­დეს კი­დეც ანუ რამ­დენ­ზეა წა­მომ­სვლე­ლი. რაზე შე­უძ­ლია თქვას უარი და რაზე – არა. მგო­ნი, ტეს­ტებს უტა­რებს. შე­იძ­ლე­ბა ასე არც ფიქ­რობ­დეს, რომ მათ სა­ერ­თო ექა­უნ­თი უნდა ჰქონ­დეთ. ეს ჩემი აზ­რია… რაც შე­მე­ხე­ბა მე, ვცდი­ლობ, სოსო ისე­თი იყოს, რო­გო­რიც არის, “ჩუმი გიჟი”, ბუ­ნე­ბით რბი­ლი, მორ­ცხვიც, მო­რი­დე­ბუ­ლიც, კარ­გი ადა­მი­ა­ნიც, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მეტი ამ­ბი­ცი­ით, ვიდ­რე ეს ჩანს.

– მსა­ხი­ო­ბი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­გორ პარტნი­ო­რია?

– სე­რი­ა­ლამ­დე შო­რი­დან ვიც­ნობ­დი, მისი რო­ლე­ბი მქონ­და ნა­ნა­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა პარტნი­ორს, საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, ყო­ველ­თვის მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზეა, მომ­ზა­დე­ბუ­ლი და აქვე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. დიდი კომ­ფორ­ტია მას­თან მუ­შა­ო­ბა და მე­გობ­რო­ბა.

– თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი – მე­უღ­ლე და შვი­ლი გაგ­ვა­ცა­ნით და აქვე რო­გორ აფა­სე­ბენ თქვენს ამ როლს?

– მყავს მე­უღ­ლე სა­ლო­მე ალა­ნია და 8 წლის დე­მეტ­რე ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი. 10 წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ. მე­უღ­ლე ჟურ­ნა­ლის­ტია, მუ­შა­ობ­და პრო­ფე­სი­ით, მაგ­რამ ახლა ბიზ­ნესს აკე­თებს. მე­უღ­ლე მო­დის ჩემს პრე­მი­ე­რებ­ზე და საკ­მა­ოდ გულ­წრფე­ლად მა­ფა­სებს, მე­უბ­ნე­ბა, რა მოს­წონს და რა – არა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ამას ვა­ფა­სებ. მისი აზრი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ სე­რი­ალ­საც უყუ­რებს ცხა­დია… დე­მეტ­რეს ფეხ­ბურ­თი აინ­ტე­რე­სებს და ერ­თად ვუ­ყუ­რებთ ხოლ­მე. იცის, რომ სე­რი­ალ­ში ვარ და რომ მამა არის ტე­ლე­ვი­ზორ­ში, დი­დად არ არის ჩარ­თუ­ლი…

– ქუ­ჩა­ში ალ­ბათ უკვე მე­ტად გცნო­ბენ…

– კი, ყვე­ლა ნა­ბიჯ­ზე. ხში­რად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, ჩემ­თვის მივ­დი­ვარ, ვმოძ­რა­ობ და ყურ­სას­მე­ნებ­ში მუ­სი­კას ვუს­მენ და მა­ინც მა­ფიქ­სი­რე­ბენ. ბოლო დროს და­ვაკ­ვირ­დი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ფუ­თუ­ლი დავ­დი­ვარ. მო­ტო­ციკ­ლის ჩა­ფხუ­ტი მა­ხუ­რავს, პირ­ბა­დე, სათ­ვა­ლე, რომ პი­რა­დი სივ­რცე მქონ­დეს.

არის, რომ ხან­და­ხან ხა­სი­ათ­ზე არ ხარ… იმ დღეს აე­რო­პორ­ტში მე­გო­ბარს ვხვდე­ბო­დი, მიც­ნეს – რამ­დე­ნი­მე მო­ვი­და, – აუ, შენ ის არ ხარ, სე­რი­ალ­ში რომ თა­მა­შობ? სა­სი­ა­მოვ­ნოც არის, ვი­ღაც სუ­რათს იღებს, სით­ბოს გა­მო­ა­ხა­ტავს, მაგ­რამ ცოტა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი­ცაა. ჯამ­ში კი ამ ყვე­ლა­ფერ­თან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ მაქვს, ნორ­მა­ლუ­რად და ჯან­სა­ღად ვი­ღებ.

წყარო: https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები