მსოფლიოს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია 15 წლის კანადელი მოსწავლის შესახებ, რომელმაც ვარსკვლავური ცის რუკის შესწავლის შემდეგ მაიას უძველესი ქალაქი აღმოაჩინა. უილიამ გადურიმ რუკები დედამიწის ზედაპირის სატელიტურ სურათებს შეადარა და მექსიკის ჯუნგლებში აღმოაჩინა იმის კვალი, რომ ეს ქალაქი შესაძლოა, მაიას ცნობილ ქალაქებს შორის სიდიდით მეოთხე იყოს.
მოზარდმა ქალაქს კააკ-ჩი ანუ „ცეცხლის ხახა“ უწოდა. თუმცა, მაიას ზოგიერთმა სპეციალისტმა უილიამ გადურის დასკვნები ეჭვქვეშ დააყენა. „ბი-ბი-სი“ ჰარვარდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის სამეცნიერო მუშაკის და ანთროპოლოგიის კათედრის ლექტორის, ალექსანდრე ტოკოვინინის კომენტარს აქვეყნებს.
მან საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულება აღნიშნულ აღმოჩენაზე ასე დაასაბუთა: „დავიწყოთ უძველესი ქალაქისგან, რომელიც, ვითომდა, აღმოაჩინა ბიჭმა. ინტერნეტში ახლა ორი რუკა არის გამოქვეყნებული, რომელიც ამ აღმოჩენას უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანის შესაბამისად, უძველესი ქალაქი ბელიზას ტერიტორიაზე მდებარეობს, მეორე რუკის თანახმად, კი – მექსიკაში, კამპეჩეს შტატში. თანაც, ისინი იდენტურები არიან, იმ ყველაზე ძველი ქალაქის გამოკლებით, რომელზეც მიდის საუბარი. ანუ, იბადება მისი ადგილმდებარეობის ეჭვი, რადგან ქალაქი ერთდროულად ორ ადგილას ვერ იქნება. არქეოლოგების მიერ საკმაოდ კარგადაა შესწავლილი ორივე ზონა. ორივე ადგილის მახლობლად ცნობილი მსხვილი ქალაქები მდებარეობს, რომლებიც მაიას ისტორიაში სხვადასხვა ეპოქას მიეკუთვნება. თანაც – უძველეს მაიას არ ჰქონია ვარსკვლავური და გეოგრაფიული რუკები და მათ არ ეცოდინებოდათ ეს. ქალაქებს ვერ ააშენებდნენ იმ თანამიმდევრობით, რომელიც ჩვენს ვარსკვლავურ და გეოგრაფიულ რუკებს შეესაბამებოდა“, – აღნიშნა ტოკოვინინმა.