“მაგრად მინდა ჩავეხუტო, მაგრად მენატრება ყველა” – ბათუმის ტრაგედია

“აუცილებლად შევხვდები ჩემს შვილებს, ჩემს ძმას, ჩემს ინგას. მაგრად მინდა ჩავეხუტო, მაგრად მენატრება ყველა”, – ამის შესახებ  ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ოჯახის ერთმა გადარჩენილმა წევრმა რამაზ დავლაძე, გადაცემა “ნოესთან” სტუმრობისას ისაუბრა, მას ოჯახის 4 წევრი  დაეღუპა.

„ჩემი ძმა გეოგრაფი იყო, მოგზაურობდა. 10-15 დღის ჩამოსული იყო. ჩამოვიდა ოჯახში, სითბოში, მიხაროდა, ჩემი ძმა გვერდით იყო. პრაქტიკულად, სულ მარტო ვცხოვრობდი, მარტო ვებრძოდი ამ ცხოვრებას. ამხელა მთასავით კაცი რომ ჩამოვიდა, სიძლიერე ვიგრძენი – აი, ძმა მეყოლება გვერდით-მეთქი.

სიყვარული ისეთი გრძნობაა და ისეთი მიჩვევა, ამაზე ძლიერი თუ რამე არსებობს, არ ვიცი. ალბათ, უხილავი ძალაა, ადამიანი გიყვარს და ვერ წარმოგიდგენია ხვალინდელი დღე მის გარეშე, გიყვარს მისი თითოეული ნაბიჯი და სუნთქვა.

იმედი მაქვს რომ აუცილებლად შევხვდები. აუცილებლად შევხვდები ჩემს შვილებს, ჩემს ძმას, ჩემს ინგას. მაგრად მინდა ჩავეხუტო, მაგრად მენატრება ყველა. თითოეული დღე მენატრება, რაც გავლილი მაქვს“, – ამბობს დავლაძე „ნოესთან“.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები