ლუდის ზეიმი „ოქტობერფესტზე“ – სასმელს ფეხსაცმლიდან მხოლოდ ქართველი ქალები არ სვამენ (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

ბევრი ლუდი, ბევრი სელფი, ბევრი გართობა და ბევრი ემოციები – ეს ყველასთვის ნაცნობი „ოქტობერფესტია“. თუ გიყვართ ცივი და ქაფიანი ლუდი, გემრიელი ძეხვეული, ყველის ნაირსახეობები, თავგადასავლები, მოგზაურობა და ზოგადად ბავარია, უბრალოდ ჩაალაგეთ სამგზავრო ჩანთა და წადით მიუნჰენში. დღეს იქ თქვენ ნამდვილი დღესასწაული გელით.
ლუდის საერთაშორისო ფესტივალზე წელს სავარაუდოდ, 6 მილიონ ადამიანს ელოდებიან. Oktoberfest წელს მისი არსებობის 182-ე წლისთავს აღნიშნავს. ყოველწლიური ორ-კვირიანი სახალხო დღესასწაული გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქ მიუნჰენში სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ტარდება. „ოქტობერფესტი“ მსოფლიოს უდიდესი გამოფენაა, სადაც ლუდის ნაირსახეობებია წარმოდგენილი.
ტრადიცია დასაბამს 1810 წლის 12 ოქტომბრიდან იღებს, მაშინ როდესაც ბავარიის მომავალი მეფე ლიუდვიგ პირველი საქსონიის პრინცესა ტერეზაზე ქორწინდებოდა. სამეფო წყვილმა მას შემდეგ ტრადიციად გახადა, ყოველ წელს ერთსა და იმავე პერიოდში გაემართათ სახალხო დღესასწაული დოღით და სხვადასხვა სახის გასართობებით.
უკვე 1880 წლიდან ქალაქის ხელმძღვანელობამ უფლება დართო ლუდხანებს ფესტივალზე ლუდის გაყიდვის. ამ პერიოდიდან ფესტივალმა უდიდესი პოპულარობა შეიძინა და 1960 წლამდე მსოფლიოში უდიდეს ფესტივალად ითვლებოდა.ტრადიციის მიხედვით, ფესტივალის გახსნის დღეს 12 საათზე ქალაქის მერი საზეიმო ვითარებაში ხსნის ლუდის პირველ კასრს. ქალაქის ქუჩებში კი დილიდან სვლას იწყებენ ლუდის კასრებით დატვირთული ეტლები და ურმები, ტრადიციულ კოსტიუმებში გამოკაზმული ფესტივალის მონაწილეები და ორკესტრები. 16 დღიანი ფესტივალის განმავლობაში 7 მილიონ ლიტრამდე ლუდი ისმევა, სასმელის გარდა აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა სახეობის უგემრიელესი სოსისები და ძეხვეული, შებრაწული წიწილები და ბატები, ხარისგან დამზადებული განსაკუთრებული კერძები და ბრეცელები. მთელი მსოფლიოდან ჩასულ სტუმრებს კი ტრადიციული ტანისამოსი „Tracht“ აცვიათ.
ლუდის ფასი წლევანდელ „ოქტობერფესტზე“ 1 ლიტრიან კათხაზე დაახლოებით € 10 (£ 7.30) იქნება. ევროპაში მომძლავრებული მიგრანტთა კრიზისის გამო კი, როგორც დასავლური პრესა იუწყება, წელს ფესტივალზე მკაცრი საპოლიცო კონტროლი დაწესდება. ფესტივალმა სტარტი ბავარიაში სულ რამდენიმე საათის წინ აიღო.
ბრიტანული გამოცემის მიერ „ოქტობერფესტზე“ გამოქვეყნებულ ფოტოკოლაჟში, ჩვენ ერთი საინტერესო ფოტოც აღმოვაჩნეთ, სადაც ქალი ლუდს პირდაპირ მისივე ფეხსაცმლიდან სვამს.
„ ალბათ ეს არომატს აძლიერებს?!“ – კითხვას სვამს უცხოური სტატიის ავტორი.

https://www.youtube.com/watch?v=0K2-Nlxdb38&feature=youtu.be

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

32

33

34

35

36

37

38

39

41

42

43

44

45

46

47

48

49

50

51

კომენტარები

სხვა სიახლეები