ლონდონში ახალი კვარტლის გასაშენებლად ერთ-ერთი სახლის დანგრევისას საოცარი აღმოჩენა გაკეთდა. თომას თეოდორ მერლინის სახლის სარდაფში რამდენიმე ათასი ხის ყუთი, შიგნით კი – ათასობით ჩონჩხი აღმოაჩინეს. საინტერესოა, რომ ჩონჩხები ვიზუალურად მითიურ არსებებს – ლიკანთროპებს, ვამპირებს, ფერიებს, რქიან კურდღლებს ჰგავდნენ.
ზოგიერთი მათგანის შესახებ ჩვენ ზღაპრებიდან გვსმენია, ზოგიერთი – არასდროს არც გვინახავს და მათ შესახებ არც არაფერი გაგვიგია. თავად თომას თეოდორ მერლინის პერსონა ასევე საიდუმლოებითაა მოცული.
ცნობილია, რომ ის 1782 წელს დაიბადა. მერლინის დედა მშობიარობას გადაჰყვა. ბიჭი მამასთან – ედვარდთან იზრდებოდა. სწორედ მან მოაქცია ბიჭის მსოფლმხედველობა ზეგავლენის ქვეშ, რადგან ეზოთერიკით იყო გატაცებული. ედვარდი შვილთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და სხვადასხვა არტეფაქტს აგროვებდა. მამის გარდაცვალება თომასმა ძალიან ძნელად გადაიტანა, თუმცა იპოვა ძალა და სამეცნიერო სამყაროს დაუბრუნდა. თომასი ბევრს მუშაობდა დაგროვილ არტეფაქტებთან და იმდროინდელ სამეცნიერო ელიტასთანაც ჰქონდა ურთიერთობები. მას საკუთარი კოლექციის აშშ-ში გამოფენის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა კონსერვატიულმა საზოგადოებამ ეს იდეა ნეგატიურად მიიღო და თომასს ტურნეს შეწყვეტა მოუხდა. გარკვეული დროის შემდეგ მერლინის სახლი თენბრიჯის ბავშვთა სახლს გადასცეს, იმ პირობით, რომ სარდაფი ხელუხლებლად დაკეტილი დარჩებოდა. თუმცა 1960 წელს ის მაინც გახსნეს. ახლა მერლინის სახლის ადგილას მისი სახელობის მუზეუმია განთავსებული.
Prev Post
სხვა სიახლეები