ინტერნეტში გავრცელდა НТВ-ს გადაცემის პრომო, სათაურით: “ლოგინში მიხეილ სააკაშვილთან”. 23-წამიან ვიდეოანონსში ნათქვამია, რომ პირველად, მიხეილ სააკაშვილის არასრულწლოვანი საყვარელი, რომელიც ადრე მამაკაცი იყო, სააკაშვილზე სექს-კომპრომატს გაასაჯაროებს. ვინ არის ტრანსსექსუალი, რომელიც თავს სააკაშვილის საყვარელს უწოდებს და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატს ფლობს? “ფოსტალიონმა” მოიპოვა ინფორმაცია, რომ ამერიკაში მცხოვრები Alexia Ceresani ქართველი სანდრო ჩომახიძეა, რომელიც თბილისში, ამერიკულ აკადემიაში, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟის, ედუარდის კლასში სწავლობდა.
სანდრო ჩომახიძემ რამდენიმე წლის წინ დატოვა საქართველო, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და სქესი გამოიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, კომპრომატი, რომლის გამოქვეყნებასაც სანდრო ჩომახიძე აპირებს, არის სელფი, რომელიც მის ოთახშია გადაღებული და რომელშიც ის და მძინარე მიხეილ სააკაშვილი არიან აღბეჭდილნი.
სანამ სქესს გამოიცვლიდა, სანდრო ჩომახიძემ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ქართულ სააგენტოს, სადაც ის წერდა, რომ მონაწილეობა მიიღო “ემტივის” კასტინგზე და სწავლის გაგრძელებას კონსერვატორიაში აპირებს.
სხვა სიახლეები