ლიმონის სასარგებლო თვისებებზე ბევრჯერ გვსმენია. ბოლო დროს კი ხშირად საუბრობენ მასზე, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაზე.
გავრცელებული ვერსიით, ონკოლოგიური დაავადებები ორგანიზმში მიმდინარე ძლიერი მჟავა რეაქციების შედეგს წარმოადგენს. მისი მკურნალობა კი ტუტე რეაქციებით მისი განეიტრალებაა. ეს ბუნებრივია, ძალიან უხეში განმარტებაა, მაგრამ ლიმონს მართლაც შეუძლია ორგანიზმში მიმდინარე მჟავა რეაქციის განეიტრალება და PH-ბალანსის აღდგენა (ეს უკანასკნელი ორგანიზმში მიმდინარე მაღალმჟავიანი პროცესების გამო ირღვევა), თუმცა საამისოდ საჭიროა ლიმონის ან მისი წვენის ნატურალური სახით, შაქრის გარეშე მირთმევა.
აიურვედაში (ძვ. ინდური სიბრძნე) ლიმონი ყველაზე სასარგებლო პროდუქტად არის მოხსენიებული. მაგრამ თუ ლიმონს შაქართან ერთად მიირთმევთ, საპირისპირო ეფექტს იღებთ. ანუ ამ შემთხვევაში ის კი არ ამცირებს, არამედ ამაღლებს მჟავა რეაქციების დონეს. აიურვედას თანახმად, ადამიანი, რომელიც ყოველდღე ერთ ლიმონს ჭამს ან ერთი ლიმონის წვენს იღებს (უკეთესია დილით), არ გახდება ავად. ყოველდღე რამდენად სასურველია ორგანიზმისთვის, ეს ჯერ მედიკოსების მიერ არ არის დადგენილი, თუმცა მართლა რომ ძალიან სასარგებლოა და მისი ხშირი მიღება რომ სასურველია, ეს ფაქტია.
ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ: ლიმონი, თუნდაც ჩაიში, ყოველთვის უკურკოდ მიირთვით, რადგან კურკები საკმაოდ ტოქსიკურია და მთლიანად აბათილებენ ლიმონის ჭამით მიღებულ სასარგებლო ნივთიერებებს. კბილის ემალზე რომ ცუდად არ იმოქმედოს, ლიმონის წვენი ჯობია საწრუპი ჩხირით მიირთვათ, შემდეგ კი პირის ღრუში სუფთა ან სოდიანი წყალი გამოივლეთ.
ამბობენ, რომ ლიმონი ქიმიოთერაპიაზე უფრო ძლიერად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე.
ამ ციტრუსის უამრავი სასარგებლო თვისებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ზემოქმედების უნარი სწორედ კისტებსა და სიმსივნეებზე. ლიმონს შეუძლია კიბოს ყველა სახის უჯრედებზე იქონიოს გავლენა. ამიტომ მას შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად ასახელებენ.
ლინომი ასევე განიხილება ბაქტერიული ინფექციებისა და სოკოვანი დაავადებების ანტიმიკრობულ ემენეტად. ებრძვის ორგანიზმში არსებულ პარაზიტებსა და ჭიებს. არეგულირებს სისხლის წნევას, მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი, ხსნის დაძაბულობას და ნერვულ აშლილობას.
წყარო: mshoblebi.ge