„ლესტერ სითის“ კლუბის მფლობელი დაიღუპა

ინგლისის საფეხბურთო კლუბ „ლესტერ სითის“ მფლობელი ვიშაია შრივადანაპრაბხი დაიღუპა. ის იმყოფებოდა ვერტმფრენში, რომელიც სტადიონიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
ამ დროისთვის დაღუპულების სრული რიცხვი და მომხდარის დეტალები უცნობია.
ტრაგედია გუნდის სტადიონთან ახლოს ლესტერში „ვესტ ჰემ იუნათედთან“ მატჩის შემდეგ მოხდა. მეხანძრეებს 20 წუთი დასჭირდათ ხანძრის ჩასაქრობად.

კომენტარები

სხვა სიახლეები