საქართველოს წარმომადგენელი სტრასტბურგის სასამართლოში საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ლევან მესხორაძე საინფორმაციო კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის აქტიურად ჩაერთო.
ვიდეო მიმართვაში იგი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“ვუერთდები საინფორმაციო კამპანიას #ავიცრათერთმანეთისთვის. მილიონობით ადამიანმა უსაფრთხოდ გაიარა ვაქცინაცია, რაც არის კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალება.
გთხოვთ, აიცრათ თითოეული თქვენგანი, რათა მივაღწიოთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს”,- ამბობს ლევან მესხორაძე.
კამპანიაში #ავიცრათერთმანეთისთვის აქტიურად არის ჩართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ვაქცინაციისკენ მოუწოდეს მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემაც.