ლედი გაგა Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა

ამერიკელმა მომღერალმა, ლედი გაგამ ჟურნალ Vogue-ის ოქტომბრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესია ახალ ფილმს „ვარსკვლავი დაიბადა“ ეხმაურება, რომელშიც ლედი გაგა თამაშობს. ფოტოსესიაზე, გაგამ რამდენიმე თავშეკავებული და ამავე დროს თამამი იერ-სახე წარმოადგინა. ყდაზე ლედი გაგა შავი ხავერდის კაბაში წარმოდგა და ღრმა დეკოლტე გამოაჩინა.
ფოტოსესია მომღერლის სახლში, მალიბუში გაიმართა. ფილმის პრემიერა კი 2018 წლის 11 ოქტომბერს იგეგმება.

კომენტარები

სხვა სიახლეები