ლარს ფონ ტრიერი ბიორკის ბრალდებას პასუხობს

დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი უარყოფს მომღერლისა და მსახიობის, ბიორკის ბრალდებებს სექსუალური შევიწროების შესახებ.
„საქმე ამაში არ ყოფილა. თუმცა, ფაქტია, მეგობრული ურთიერთობა ნამდვილად არ გვქონია“, – განაცხადა რეჟისორმა დანიურ მედიასთან.
რეჟისორი აღნიშნავს, რომ ბიორკთან საკმაოდ ცივი ურთიერთობის მიუხედავად, მის სამსახიობო ოსტატობას ძალიან აფასებს.
15 ოქტომბერს, ისლანდიელმა ვარსკვლავმა ბიორკმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთი დანიელი რეჟისორის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. მას რეჟისორის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ერთადერთი დანიელი რეჟისორი, ვისთანაც მას უმუშავია, ლარს ფონ ტრიერი იყო. ბიორკი წერდა, რომ მას მერე რაც რეჟისორს უარი უთხრა, ის ბიორკისთვის უარყოფითი რეპუტაციის შექმნას ცდილობდა.
ამავე დროს, ამავე ფილმის პროდიუსერი პეტერ ოლბეკი იხსენებს, რომ ის და ფონ ტრიერი თავნება და ამპარტავანი ბიორკის მსხვერპლები იყვნენ, რომელიც გადაღებებზე მათ მუდმივად საკუთარ მოთხოვნებს უყენებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები