ლანჩხუთის გამგებლის ლექსი – “მთავრობის და პარლამენტის მონაყოლი ზღაპრები”

გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ლექსს “წარსულ დროს” აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ლექსი 2010 წელს გამოცემული წიგნიდან “გურიაში გურულად” არის.

“წარსულ დროს”

ეს ქვეყანა ვინ დასწყევლა,
არსად მოჩანს საშველი,
გაზი, შუქი, წყალი, ნავთი
დარჩა მოსანატრელი.

საცოდავ ხალხს რა უშველის?
მგონი აღარაფერი.

შიმშილის და სიცივისგან
გულწასული ბავშვები,
ხანში შესულს და მოხუცებს
არ უშველის აფერი.

წარსული დრო ახლა მართლა
დარჩა მოსანატრელი.

ნეტა მართლა ასე მაგრად
ვინ დასწყევლა ქართველი,
რომ ქვეყანას არ ეღირსოს
კარგი აღარაფერი.

მთავრობის და პარლამენტის
მონაყოლი ზღაპრები,
ტყუილების რახარუხის
მოდის კორიანტელი.

რჯული, რწმენა მათ არ აქვთ,
ვინ არიან ვინ იცის?
ზოგი რუსის აგენტია
ზოგიც უცხო პლანეტის.

ყველაფერი გაიყიდა: შენობები, ბაზრები
ტყე, მდინარე, ხიდი, ღელე,
პორტები და ვაგზლები.

დანგრეული შენობები, კაფეები, ბარები,
გავსებული ციხეები, ცარიელი სახლები.
საცოდავ ხალხს რა უშველის?
_ მგონი, აღარაფერი.

წყარო:  გურია ნიუსი

კომენტარები

სხვა სიახლეები