“ხაჭოს დანახვაზე უკვე მაკანკალებს, მაგრამ რა გაეწყობა..”, – ლალი მოროშკინამ პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობისთვის 10 კილო დაიკლო. ამის შესახებ ჟურნალისტმა თავის “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“ცამ-ცარამცამ-ცამ-ცამ-ცამ…
არ ჩამქოლოთ ახლა!
ჩემი თაობის სახელით 8 ოქტომბრიდან ვერთვები ბრძოლაში!
დავიკელი 10კგ.
ყოველ დღე 6 საათი ვვარჯიშობ!
ხაჭოს დანახვაზე უკვე მაკანკალებს, მაგრამ რა გაეწყობა, მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც უმშვენიერესი ქართველი და უკრაინელი ლამაზმანები მიგაკრავენ ეკრანს, თქვენი 48 წლის, მეორე შვილიშვილის მოლოდინში მყოფი მონა-მორჩილიც ხომ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე?
მოკლედ ანგარიშს გზადაგზა ჩაგაბარებთ ❤
Танцуют все! “, – წერს ლალი მოროშკინა “ფეისბუქზე”
ცნობისთვის, დღეს 8 ოქტომბერს პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მერვე სეზონი იწყება.