კრიტიკოსებმა ბიონსეს კაბას „დაუფიქრებელი“, ხოლო კარდაშიანის ჩაცმულობას „ვულგარული“ უწოდეს (ფოტოკოლაჟი)
ცნობილი ამერიკელი ვარსკვლავები ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში ძალზე გახსნილ კაბებში მივიდნენ – მიაჩნიათ მოდის კრიტიკოსებს. ღონისძიებას სახელწოდებით „კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლისი“ მაღალ საზოგადოებაში მთელი წლის მანძილზე მოუთმენლად ელიან. თუმცა ამჯერად კრიტიკოსებმა ბიონსე, კიმ კარდაშიანი და ჯენიფერ ლოპესი ზედმეტად „გულახდილი“ ჩაცმულობისთვის გააკრიტიკეს.
ასე მაგალითად ლოპესმა Versace-ს ძალზე თამამი კაბა შეარჩია, რომელიც მისი ტანის ყველა დეტალს აღნიშნავდა. გარდა იმისა, რომ ის ძალზე ვიწრო იყო, კაბა ასევე ძალიან გამჭვირვალე გამოდგა. ლათინოამერიკელი მომღერლის ინტიმურ ნაწილებს წითელი დრაკონი ფარავდა.
კარდაშიანის ასევე „გულახდილ“ კაბას პაპარაცებმა ვულგარული ოწოდეს, ხოლო მის გემოვნებას – საშინელი.
არც მომღერალ ბოენსეს მიუღია კომპლიმენტები, მისმა Givenchy-ს კაბამ გააოცა არა მარტო კრიტიკოსები, არამედ მომღერლის თაყვანისმცემლებიც, რომლებმაც მას ასევე „საშინელი“ უწოდეს. მათი აზრით, მომღერალი გამჭრვირვალე კაბით ის დაცინვის ობიექტი გახდა. ბოენსეს ინტიმურ ადგილებს მხოლოდ პატარა ყვავილები ფარავდა. ბეონსე არც მისმა ვარცხნილობამ გადაარჩინა – მას „დაუფიქრებელი“ და „ასაკთან შეუფერებელი“ უწოდეს. კრიტიკოსებს არც ის გამორჩენიათ, რომ კიმ კარდაშიანის კაბა ძალიან ჰგავდა ბეონსეს კაბას, რომელიც მას ანალოგიურ ღონისძიებაზე 2012 წელს ეცვა.