კრევეტების სალათა ავოკადოთი და ჩერით

ინგრედიენტები: ავოკადო -360 გრ, მოხარშული კრევეტები – 100 გრ, პამიდორი ჩერი – 300 გრ, ხახვი 100 გრ, ლიმონის წვენი, ძმარი – 3 ს/კ, წყალი – 10 ს/კ, ზეთი, მარილი.

მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ. თასში ძმარი და წყალი შევურიოთ, მარილი მოვაყაროთ. მარინადში ხახვი ჩავყაროთ და 20 წუთით გავაჩეროთ. ჩერი საშუალო ნაჭრებად დავჭრათ. ავოკადო – კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი შევურიოთ, მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები