კოღოების აკრძალვის განკარგულება – მოაგვარებს თუ არა მერი ამ პრობლემას

კოღოების აკრძალვის განკარგულება – მოაგვარებს თუ არა მერი ამ პრობლემას კოღოები შესაძლოა, ოფიციალურად აიკრძალოს. საფრანგეთში, ერთ-ერთ ქალაქ ბრიოლში მოსახლეობამ მერს თხოვნით მიმართა, რომ ქალაქში გავრცელებული კოღოების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიეღო. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაბამის სამსახურს დაევალა, მათ კი კოღოების დამჭერი ბადეები ქალაქის კოშკთან, ბაღებთან, სკოლებთან და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უნდა განათავსონ. მერის განმარტებით, სასაცილო განკარგულებით, მან მოსახლეობას აჩვენა, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ რეალურად ის უძლური იყო. „ამ კომიკური განკარგულებით, მე მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, რომ კოღოების წინააღმდეგ უძლური ვარ. ბევრს ეს განკარგულება სასაცილოდაც მოეჩვენა“, – ამბობს მერი. მისი თქმით, მართალია, მისი განკარგულების შემდეგ კოღოების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, განკარგულებას არ უკავშირდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები