კორტნი კარდაშიანმა ისეთი თამამი ფოტო დადო, რომ მისი ბოიფრენდი აღშფოთდა

კარდაშიანების ოჯახის კიდევ ერთი წარომადგენელი ცდილობს თავის უფრო პოპულარულ დას არ ჩამორჩეს და სოციალურ ქსელებში ბევრი მოწონება დაიმსახუროს.
კორტნი კარდაშიანმა საკმაოდ მადის აღმძვრელი ფოტო თავის „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა, რომელმაც სხვათა შორის მისი ბოიფრენდის უკმაყოფილებაც გამოიწვია. სამი შვილის დედა, 39 წლის კორტნი კამერისკენ ზურგით ზის, თუმცა ობიექტივში იყურება. მას მინი ბიკინიანი საცურაო კოსტიუმი აცვია. ფოტოს კი წარწერა ამშვენებს-„ნუ იქნები ჩრდილი, იყავი ლედი“. უცნობია, თუ რა იგულისხმა კორტნიმ ამ მინაწერში და რა კავშირი აქვს ტერმინს „ლედი“ მის „ლუქთან“, მაგრამ ფაქტია, მან მრავალი გამომწერის ყურადღების მიქცევა შეძლო.
ამასთანავე, მისმა ბოიფრენდმა აშკარად ვერ „შეაფასა“ სათანადოდ, მეგობარი ქალის მიზანი და მის პოსტს შემდეგი კომენტარი მიუძღვნა-„ამ ყველაფერს იმისთვის აჩვენებს, რომ მეტი „ლაიქი“ მიიღო?“ მოგვიანებით ეს კომენტარი წაიშალა, თუმცა ცნობისმოყვარე საზოგადოებამ მაინც მოასწრო წყვილს შორის კონფლიქტის დასაწყისის დაფიქსირება. წყვილი ახლახანს დაბრუნდა იტალიიდან, ისინი მუდმივად აქვეყნებდნენ პოზიტიურ ფოტოსურათებს. კორტნი და ყოფილი მოკრივე იუნეს ბენჯიმა ერთმანეთს 2016 წელს, პარიზის მოდის კვირეულზე შეხვდნენ, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოდელად მუშაობდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები