კონჩიტა: სამომავლო გეგმებში აღარ შედის პარიკისა და დაწებებული წამწამების ტარება

ავსტრიელი მომღერალი ტომას ნოივირტი, იგივე კონჩიტა, ცხოვრების და იმიჯის შეცვლას აპირებს.
„ცხოვრება მოგზაურობაა და მეც, როგორც სხვა ადამიანები, ვცდილობ განვითარებას. მე მაქვს უზარმაზარი სია იმ სურვილების, რომელთა განხორციელებაც მინდა ცხოვრებაში, ხოლო ამ გეგმებში უკვე აღარ შედის პარიკისა და დაწებებული წამწამების ტარება“, – ამის შესახებ მსახიობმა პეტერბურგში ლგბტ ფესტივალზე ყოფნისას განაცხადა.
კონჩიტა 2014 წლის ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები