თბილისში, მიკროავტობუსის მძღოლმა მანქანა შუა რეისის დროს გააჩერა, ავარიული ჩართო, მგზავრები ქუჩაში დატოვა და სახლში წავიდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ვებმომხმარებელი წერს. მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზად მგზავრების მხრიდან „კონდიციონერის“ ჩართვის მოთხოვნა გახდა.
„აი, ამ მიკრო ავტობუსის მძღოლმა (იხილეთ ფოტო), რომელსაც უფალი თურმე ისე უყვარს, რომ მანქანაზე “სტიკერიც” კი აქვს გაკრული – შეგვიწყალეო, შუა რეისის დროს ტრანსპორტი გააჩერა, მგზავრები მიატოვა და სახლში წავიდა…
მიზეზი ის იყო, რომ ჩახუთულ მანქანაში მგზავრებმა კონდენციონერის ჩართვა მოსთხოვეს. სად მაქვს ზედმეტად გადასახადი 25 ლარიო, ჯერ ასე უცდია თავის გამართლება, მაგრამ როცა დაინახა, რომ ასე ადვილად ვერ გამოძვრებოდა… გაბრაზდა… ავარიულები ჩართო … შუა რეისის დროს, შუა ქუჩაში მიაგდო მანქანა “ინტრიგანი” მგზავრებიანად და სახლში წავიდა – ეგეც თქვენო!…
ნუ, ერთი იდიოტი ყველა სოფელს ჰყავს (თუმცა სამწუხაროდ დიდი ხანია იდიოტების რიცხვმა “ერთს” გადააჭარბა ყველა სფეროში), მაგრამ საიდანაც წამოვიღე იმ პოსტზე, იმ მძღოლის დამცველების ლოგიკამ გამაკვირვა… მძღოლს რას ერჩით, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი, საწვავის ფასები რომ ასე ავარდაო… იქ გეგმა აქვს გადასახადი 80 ლარი… ასი ლარის საწვავი სჭირდება… ჰოდა, ყველა რომ საკუთარი თავის კომფორტზე ფიქრობთ, იმ მძღოლმა რა ქნას?!… იმასაც ჰყავს ოჯახი სარჩენი და იმიტომ აკეთებს ეკონომიასო.
მთავრობას პასუხი ბევრ რამეზე უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ასეთი აზროვნების ხალხისთვის, ის ყოფაც არამია, რა დღეშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მიკვირს, უფრო უარესად რომ არ ვართ. ჯერ ეს ერთი, ვინ გაძალებთ?!… არ გყოფნით და გაეშვით… მაგრამ მაინცადამაინც ჩემი ოჯახის წევრების ჯამრთელობის ფასად თუ გინდათ კვებოთ თქვენი ოჯახის წევრები … ბებია თქვენისა რა …
მაშინ რატომ ვაპატიმრებთ ქურდებს… ყაჩაღებს… იმათ ოჯახის წევრებსაც შიათ და იმიტომ მიდიან ამხელა რისკზე. გამოუშვათ ყველა და მთავრობას მოვთხოვოთ პასუხი, ამ მდგომარეობამდე რომ მიიყვანეს ის კრიმინალები… ოღონდ მერე სახლში რომ შემოგივარდებიან და უკანალში “პაიალნიკს” გაგთხრიან, ფული დაყაჭეო… კი არ იწიკვინოთ მიშველეთო… მოდუნდით და სიამოვნება მიიღეთ. ეს ხომ მათი ბრალი არ არის….
P.S. ეხლა ვიღაც ჭკვიანმა არ მომწეროთ, სად კონდენციონერი და სად “პაიალნიკიო” ?!… უკანალის აწვით შეგიწუხდება გული, თუ დახუთულობით, რომელთაც შეიძლება ორივე შემთხვევაში ფატალური შედეგი მოყვეს … ან ჰაერს გართმევენ თუ ფულს … მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. პირიქით… ჰაერის წართმევა უფრო უარესი მგონია“,- წერს მომხმარებელი.