კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 29 აგვისტო – 3 სეექტემბერი

არცთუ ისე “მარტივი” და მსუბუქი სექტემბრის დადგომამდე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ აგვისტოს ბოლო კვირა, თავისებური “ბონუსია” ასტროლოგიური კუთხით, საიმისოდ, რომ სექტემბერში დაბნელებების კორიდორის დაწყებამდე ადამიანებმა, ასე თუ ისე დაარეგულირონ საკუთარი ცხოვრება და ურთიერთობები.
კვირა ორი პიზიტიური პლანეტის – ვენერასა და იუპიტერის შეერთებით დაიწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარმონიული იქნება ამ პერიოდში როგორც საფინანსო საკითხების გადაჭრა-მოგვარება, ისე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თემები. გარდა ამისა, ეს კარგი დროა პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად, ქორწინებისთვის და ა.შ. ამ ყველაფერს თავის მხრივ მერკურის შეერთებაც დაემატება ვენერასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეყვარებულ ადამიანებსა და წყვილებს შორის ურთიერთკომუნიკაცია გაიოლდება, მოიმატებს მიმოწერით დაწყებული რომანების რიცხვი. ასევე გახშირდება გადაადგილებისას (ტრანსპორტში) დაწყებული “ლოვ-სთორების” ალბათობაც. ზოგადად კვირის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა საიმისოდ, რომ აწარმოოთ ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებები, იქნება ეს იურიდიული თუ ბიზნეს პროფილის. ჰარმონიული იქნება ასევე და-ძმებთან და ახლო წრის ნათესავებთან ურთიერთობაც. მოკლევადიანი მოგზაურობები კი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოგანიჭებთ.
კვირის შუა პერიოდში პლანეტა ვენერა, რაციონალურ და პრაქტიკულ ქალწულის ზოდიაქოს ტოვებს და რომანტიკულ სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის დასაწყისში ისედაც აქტიურ “ამურულ” ატმოსფეროს, უფრო მეტი ძალა და ელფერი შეემატება, უახლოესი ერთი თვის მანძილზე.ვენერას ტრანზიტი სასწორში იდეალურ პერიოდად შეიძლება იქცეს იურისტებისთვის ან სახელოვნებო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ნაყოფიერი იქნება იგი ასევე დიპლომატებისთვისაც. ადამიანებში მოიმატებს კომფორტის მოთხოვნილება, სილამაზისა და ჰარმონიის შექმნა/გამოხატვის უნარი, ურთიერთობაში კომპრომისებზე წასვლის ალბათობა. არანაკლებ გამოხატული იქნება გართობისა და დასვენებისკენ მიდრეკილება. ეს საუკეთესო პერიოდია გვიანი შვებულების დასაგეგმად, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ადრეული შემოდგომა ულამაზესი ფერებით იწყებს შემობრძანებას.
თვის ბოლოს – კერძოდ 30 აგვისტოდან, პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული გართულდება კომუნიკაცია, მოიმატებს ინფორმაციის გადაცემისას ხარვეზების ალბათობა. არანაკლებ აქტუალური იქნება გზებზე ტრანსპორტის მოძრაობის გართულება, ავტო-ავარიების რისკი. არ არის სასურველი ახალი შენაძენების გაკეთება, მით უმეტეს თუ იგი მსხვილმან-წვრილმან ტექნიკას ეხება. ასეთ პერიოდში შეძენილი ნივთები მალე გამოდიან მწყობრიდან, ან ახასიათებთ ქარხნული წუნი. გამორიცხული არ არის ზოგადად, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში უკვე არსებული ტექნიკას გამოვიდეს მოულოდნელად მწყობრიდან. ასევე შესაძლებელია გართულებული იყოს მოლაპარაკებები (იურიდიული სახის). ადამიანები მოიკოჭლებენ დიპლომატიურობასა და კომპრომისებში. ძნელად მიდიან დათმობაზე.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები