დიახ, ზაფხული “ცხელი” იქნება მეგობრებო, და ამ ფაქტს არაერთგზის გავუსვით უკვე ხაზი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ პროგნოზებში. აგვისტოს თვეც არ იქნება კლიმატურ-ემოციური თვალსაზრისით მაინცდამაინც “გრილი”, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში თითქოსდა ბუნებამ გაგვიღიმა და კლიმატურად ნაკლებად მცხუნვარე დღეებით დაგვაჯილდოვა.
საქმე იმაშია, რომ აგვისტოს ბოლომდე პლანეტა სატურნი ე.წ. “კატასტროფების ღერძზე” გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის ბოლო თვე საკმაოდ სახიფათო მოვლენებით აღსავსე იქნება ერთმნიშვნელოვნად. შესაბამისად, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება, სიმშვიდე, ყურადღება, მეტი მოთმინება და ყურადღების კონცენტრაცია გამოავლინოთ ძირითადად გზებზე გადაადგილებისას.
კვირის დასაწყისი – კერძოდ 2 აგვისტო, ახალმთვარეობით “გაიხსნება”, რომელიც ლომის ზოდიაქოს ნიშანში უწევს. ახალმთვარეობისას კი მოგეხსენებათ, ადამიანებს ემოციების მართვა მაინცდამაინც მარტივად არ ხელეწიფებათ. ეს კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუმცა ამასთან ერთად, ზოგადად მომატებული იქნება საყოველთაო სკანდალურობის ფონი, ხმაურიანი ისტორიები, საჯარო განხილვები და გარჩევები საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სარბიელზე. ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოში ადამიანებში ხელს უწყობს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ენერგიის სწრაფ ხარჯვას. ამიტომ სასურველია, ამ დღეს ზედმეტად არ გადაიტვირთოთ თავი.
3 აგვისტოს პლანეტა მარსი მორიელის ზოდიაქოს ნიშნიდან, ისევ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს დაუბრუნდება. ადამიანებში მოიმატებს სამართლიანობისთვის ბრძოლის მოთხოვნილება. გააქტიურდება საგარეო და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები. ამ დღეს მოერიდეთ გაუაზრებელ რისკს და ავანტურებს.
6 აგვისტოს პლანეტა ვენერა, რომელიც ბოლო პერიოდის მანძილზე ლომის ზოდიაქოში იმყოფებოდა, მდებარეობას იცვლის და მერკანტილური, გაწონასწორებული და პრაქტიკული ქალწულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო კავშირებში წინა პლანზე წამოვა გონებით მიღებული გადაწყვეტილებების ალბათობა. მოკლედ, პერიოდი დგება, როცა გულიდან წამოსულ ემოციებს, სავსებით შესაძლებელია გააზრებულად მოუხერხოთ მიმართულების მიცემა. ვენერა ქალწულში ხელს შეუწყობს ასევე ინტელექტუალურ ნიადაგზე წარმოქმნილ რომანტიკულ ნაცნობობას. თუმცა ასევე გააძლიერებს პარტნიორულ კავშირებში მერკანტილურ ტონს და მლიქვნელობის თემას. კარგი პერიოდია რემონტის ან პროფილაქტიკურ-დასუფთავებითი სამუშაოების ჩასატარებლად საცხოვრებელ სახლში.
7 აგვისტოს მარსი და ვენერა ნეგატიურ ასპექტს შექმნიან ცაზე. ეს ორი ЭგენდერულიЭ პლანეტის კონფლიქტია, რაც თავის მხრივ გამოიწვევს პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობისა და გაუგებრობების მატებას. შესაძლოა დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდეს მეორე ნახევართან ან საყვარელ ადამიანთან პრეტენზიების წამოსაყენების, ჭკუის სწავლების, წვრილმანებზე დავის. ამიტომ ნუ აჰყვებით ნეგატიურ პლანეტარულ გავლენას და მაქსიმალური სიმშვიდითა და მოთმინებით მოეკიდეთ საყვარელ ადამიანებთან ჯანსაღი კომუნიკაციის საკითხს.
განაგრძეთკითხვა:http://astrologi.ambebi.ge