კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 11-17 ივლისი

მიმდინარე კვირა ბევრი ჩვენგანისთვის ერთობ ენერგიულად დაიწყება. მარსისა და მერკურის დადებითი ასპექტის მეშვეობით მოიმატებს ადამიანებში რისკისა და გადამწყვეტი ქმედებების მოთხოვნილება. ეს კარგი პერიოდია ასევე სპორტული აქტივობის დასაწყებად. ცხოვრების ჯანსაღი წესის დასაკანონებლად. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მერკურის ნეგატიური ასპექტი აქვს პლანეტა ურანთან, ადამიანებში არანაკლებ მომატებული იქნება კამათისა და საკუთარი უპირატესობის სიტყვიერად დამტკიცების სურვილი. შესაბამისად, კვირის დასაწყისში მნიშვნელოვან საქმიან მოლაპარაკებებს ნუ დანიშნავთ ან მოერიდეთ საკუთარი იდეებისა და ინდივიდუალიზმის გადამეტბულად, ექსცენტრიკული გზით დემონსტრირებას.
12 ივლისიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა კირჩხიბის ზოდიაქოს ტოვებს და ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში რომანტიზმისა და თავზეხელაღებული ქმედებების დრო დგება. მომდევნო ერთი თვის მანძილზე ჩვენ არაერთი ხმაურიანი, დრამატული ისტორიის მომსწრე გავხდებით წყვილებს შორის. ამ პერიოდში დაწყებული რომანები კი მხურვალე, ვნებიანი და ემოციით გაჯერებული იქნება. ვენერას ტრანზიტი ლომში გააძლიერებს ასევე ადამიანებში შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის შანსებს. არაჩვეულებრივი შანსები მიეცემათ ხელოვანებს, მსახიობებს, რეჟისორებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი პროფესიონალიზმის წარმოსაჩენად.
ვენერას ლომის ზოდიაქოში გადანაცვლებას, ფეხდაფეხ მიჰყვება პლანეტა მერკურიც. აქედან გამომდინარე, ამ ორი პლანეტის ერთობლივი ტრანზიტი ცეცხლოვანი ლომის ნიშანში უახლოესი ერთი თვის მანძილზე ე.წ. “პურის და სანახაობის” თემას წამოწევს წინა პლანზე საზოგადოებაში. ადგილი ექნება როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ხმაურიან დაპირისპირებებს პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაში.
კვირის მიწურულს მზისა და ურანის ნეგატიური ასპექტის გამო, გართულებული იქნება ფინანსური ოპერაციების წარმოება. ეს ის დღეებია, როცა აუცილებელია სათადარიგო გეგმა იქონიოთ ფულადი საკითხების გადაჭრისას, იმიტომ რომ შესაძლებელია იყოს შეფერხებები ამ მხრივ.
ვიქენდებზე ვენერასა და მერკურის დადებითი ასპექტაცია დაფიქსირდება ცაზე,
რაც იმას ნიშნავს, რომ სავსებით შესაძლებელია მარტოხელა ადამიანებმა საკუთარი, პოტენციური მეორე ნახევარი ან ახალი სიყვარული მოგზაურობისას ან მოკლევადიანი მგზავრობისას აღმოაჩინონ. ზოგადად კარგი პერიოდია მსუბუქი ფლირტის წამოსაწყებად ან უქმეების ახლო მეგობრებთან ან დედმამიშვილებთან ერთად გასატარებლად.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები