ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე შედის ძალაში. თუმცა, მინდა გახაროთ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კლიმატური სიცხის გაძლება მოგიწევთ, იმიტომ რომ, მოვლენების მხრივ ივლისი საკმაოდ ჰარმონიული და დადებითი მომენტებით დატვირთული კვირით დაიწყება. კვირის დასაწყისს ახალმთვარეობა გახსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნამდვილად ის ორშაბათია, როდესაც შეიძლება რეალურად დაიწყოთ დიეტა, თავი დაანებოთ მოწევას და ზოგადად ებრძოლოთ მავნე ჩვევებს. კვირის დასაწყისში განსაკუთრებით უმართლებთ შემოქმედებით სფეროში დაკავებულ ადმაიანებს – მხატვრებს, მწერლებს, დრამატურგებს. თუმცა, ამასთანავე მატულობს ინფორმაციის მიღება-გადაცემისას შეცდომების და გაურკვევლობების ალბათობა. შესაბამისად, ამ პერიოდში ფრთხილად უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვისი საქმიანობაც ინფორმაციის ზუსტ გადაცემას უკავშირდება – განსაკუთრებული სიფრთხილე ჰმართებთ ჟურნალისტებს.
6 ივლისიდან პლანეტა ვენერა ჰარმონიულ ასპექტს გააკეთებს მარსთან, ამ ორი ე.წ. “გენდერული” პლანეტის დადებითი კომბინაცია კი შესანიშნავ ფონს შექმნის რომანტიკული ურთიერთობების წამოსაწყებად. ეს პერიოდი ასევე კარგია უკვე არსებულ პარტნიორულ კავშირებში ჰარმონიის შესატანად. გაცილებით უფრო თამამი ნაბიჯების გადასადგმელად საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. ასე რომ, თუკი აქამდე თქვენი ურთიერთობები “მეგობრულ” ზღვარს ვერ სცილდებოდა, შესაფერისი დროც დადგა იაქტიუროთ და ურთიერთობა გაცილებით უფრო სერიოზულ ფაზაში გადაიყვანოთ სამომავლოდ.
6-8 ივლისის შუალედი არაჩვეულებრივად წარმატებული პერიოდია საქმიანი ურთიერთობებისთვის, ფინანსური ხელშეკრულებების დასადებად. ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც შესაძლოა მომავალში ერთობ პერსპექტიულ ბიზნესსაქმიანობად იქცეს. ამ დღეებში ადამიანებს საშუალება მიეცემათ იბრწყინონ საკუთარი გონებრივი მონაცემებით საქმიან სფეროსა თუ სამსახურში. თამამად გამოთქვით საკუთარი აზრები. ახლა ისე როგორც არასდროს მათი გაჟღერება საზოგადოებაში პატივისცემასა და პოპულარობას მოგიტანთ.
თუმცა, ამავე პერიოდში ფიქსირდება ერთი, გარკვეულწილად ნეგატიური ასპექტიც – კერძოდ კი მზისა და პლუტონის ოპოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთ ჩვენგანს გაუჭირდება არ თქვას უარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე. ან მოუწევს არჩევანის გაკეთება საკუთარ პრინციპებსა და ზემდგომების მხრიდან მიღებულ დირექტივებს შორის.
8-10 ივლისი ჰარმონიული პერიოდია მოგზაურობისთვის, სწავლისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამ პერიოდში წარმატებით ჩაივლის ნებისმიერი ტიპის საქმიანი მოლაპარაკება უცხოელებთან. თამამად დაგეგმეთ სასიამოვნო ვიქენდები. პლანეტარული განლაგება ამ ეტაპზე პოზიტიურ შაბათ-კვირას და კარგ დასვენებას გპირდებათ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge