კევინ სპეისი მკურნალობას აპირებს

ამერიკელი ვარსკვლავი კევინ სპეისი ტაიმ აუტს იღებს, რათა ბოლო დროინდელი მოვლენების შეფასება მოახდინოს და მკურნალობა ჩაიტაროს.
მსახიობის წარმომადგენლებმა ამის შესახებ ამერიკულ გამოცემას „ვერაიეთი“-ს უამბო, თუმცა არ კონკრეტდება თუ რა მკურნალობაზეა საუბარი ან რისგან განკურნება სურს მსახიობს.
ცოტა ხნის წინ ოსკაროსანი მსახიობის ირგვლივ სკანდალი აგორდა, რომელიც მის მიერ წარსულში სექსუალური შევიწროების და ძალადობის სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანია „ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ სახელოვანი ტელესერიალის „ბანქოს სახლის“ მომდევნო სეზონი აღარ გამოვა, რაც ასევე მთავარი როლის შემსრულებლის ირგვლივ მომხდარს სკანდალს დაუკავშირდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები